x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
პლატონი და არისტოტელე
პლატონი და არისტოტელე იყვნენ გამოჩენილი ბერძენი მოაზროვნეები, რომლებმაც მომდევნო თაობებს დაუტოვეს მსოფლიოს აღქმის თავისებური ხედვა. იგი შემდგომ საფუძვლად დაედო იმ დარგის ჩამოყალიბებას, რომელსაც დღეს ფილოსოფიის სახელით მოვიხსენიებთ.


პლატონი დაიბადა ათენში, როგორც თავისუფალი მოქალაქე, დაახლოებით ძვ.წ. 429 ან 427 წელს. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო და ათენის უკანასკნელ სამეფო ოჯახს ენათესავებოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მისი ნამდვილი სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისი დანადობისა და მხრების სიფართოვის გამო, ზედმეტსახელად დაერქვა.

პლატონი20 წლის პლატონმა გაიცნო სოკრატე, რომლის შეხედულებები მისი ინტერესების ცენტრში მოექცა. მოგვიანებით, პლატონის დიალოგებში სოკრატე ერთ-ერთ გმირად მოგვევლინა. თუ ჩავთვლით, რომ პლატონი იყო პირველი ფილოსოფოსი, მაშინ რა შეიძლება ვუწოდოთ სოკრატესა და პრესოკრატეს პერიოდის მოაზროვნეებს? პასუხი შემდეგნაირია: მათ ეწოდებოდათ "ბრძენები." თუმცა მათ მოვალეობაში არ შედიოდა "ფილოსოფიის" წერა, ისინი თავიანთ მოსაზრებებს პოლიტიკაზე, სამართალზე, ძალაუფლებაზე, კანონსა და საღვთო ბუნებაზე ზეპირ დიალოგებში გამოხატავდნენ. ასე ვთქვათ, პლატონი გვევლინება "მეორეხარისხოვანი" ფილოსოფიის ფუძემდებლად.

რა შეითვისა პლატონმა სოკრატესაგან? უმთავრესად, მისი თეორია "ცნებისა" და "ფორმის" შესახებ.


პლატონმა ჩამოაყალიბა გარკვეული გეომეტრიული და მათემატიკური ფორმები. მაგალითად, რა არის სამკუთხედი? ეს არის სამი გვერდის მქონე ფიგურა, რომლის შიდა კუთხეების ჯამი 180გრადუსს უდრის. თუმცა, თუ ხელით მოვხაზავთ სამკუთხედს, მას ექნება თავისი დეფექტები, ის არ იქნება სრულყოფილი - განსაზღვრება კი სრულყოფილ სამკუთხედს მოისაზრებს. ასეთი სრულყოფილი ცნებები, რომლებიც ზოგჯერ აბსტრაქტულად და არარეალურად გვეჩვენება, პლატონის აზრით, ერთადერთ რეალობას წარმოადგენენ.

რა შეითვისა პლატონმა თავისი დროის პოლიტიკისაგან? - იმედი და უიმედობა. მის ბავშვობაში ზოგიერთი ამბიციური პოლიტიკოსის ალოგიკურმა გამოსვლამ ათენი პელოპონესის ომამდე მიიყვანა. შედეგად, დემოკრატიის დანგრევის შემდეგ პლატონს იმედი მიეცა, რომ "ოცდაათი ტირანის" ოლიგარქიული რეჟიმი წარმატებას მოიტანდა. თუმცა მათმა ტერორის პოლიტიკამ ახალგაზრდა მოაზროვნეს რწმენა დაუკარგა. ახალი იმედი გაჩნდა ძვ.წ. 399 წელს ახალი სასამართლო კოდექსის მიღებისთანავე, თუმცა სულ მალე ამ კოდექსის მიხედვით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს პლატონის დიდი მეგობარი და მასწავლებელი - სოკრატე. იმედგაცრუებულმა პლატონმა შემდეგი სიტყვები თქვა: "პოლიტიკური სიტუაცია არ გამოსწორდება მანამ, სანამ ფილოსოფოსები მმართველთა ფილოსოფიის მმართველები არ გახდებიან." პლატონმა სოკრატესგან მემკვიდრეობით მისი მანტია მიიღო.

სოკრატეს სიკვდილის შემდეგ პლატონმა ბევრი იმოგზაურა და ისწავლა, ხოლო ათენში დაბრუნებისთანავე დააარსა ცნობილი ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ბაღის აკადემიის სახელითაცაა ცნობილი. აკადემიის შესასვლელში ეწერა: "მათემატიკის ცოდნა აუცილებელია." პლატონმა აქ შემდგომი 20 წელიწადი გაატარა, ასწავლიდა სტუდენტებს და ქმნიდა ახალ ნამუშევრებს, ამ დროის ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია "რესპუბლიკა, " რომელშიც ავტოორი აღწერს იდეალურ სახელმწიფოს, რომლის სათავეშიც ფილოსოფოსთა მკაცრი ჯგუფი, ასევე მკაცრი მეომართა ჯგუფი და უმრავლესობა დგას.

ცხოვრების ბოლო წლები პლატონმა ათენში, თავის აკადემიაში გაატარა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, იგი გარდაიცვალა ძვ.წ. 348 ან 347 წელს, როდესაც ცდილობდა, დაესრულებინა ნაშრომი "კანონები."


პლატონის აკადემიის მოსწავლეებს შორის ყველაზე ცნობილია არისტოტელე, რომელიც სასწავლებლის მომავალი ხელმძღვანელის საუკეთესო კანდიდატურას წარმოადგენდა. იგი დაიბადა ძვ.წ.384 წელს საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე მაკედონიის ქალაქ სტაგირაში. არისტოტელეს მამა, ნიკომაქე, ალექსანდრე მაკედონელის კარზე ექიმად მსახურობდა. მედიცინა ხშირად ოჯახურ საქმეს წარმოადგენდა და სწორედ მამის წყალობით გაუჩნდა არისტოტელეს ბიოლოგიისა და მედიცინის შესწავლის ინტერესი. 17 წლის არისტოტელეს მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც იგი ათენში მიემგზავრება და სწავლას იწყებს არისტოტელეპლატონის აკადემიაში, სადაც მომდევნო 20 წელიწადს ატარებს. პლატონის სიკვდილის შემდეგ არისტოტელეს აკადემიის ხელმძღვანელის თანამდებობა არ დაუკავებია. იგი მაშინვე გაემგზავრა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ასუსში, სადაც პლატონის მოწაფეები ახალ აკადემიას აარსებდნენ. ასუსში გატარებული სამი წლის შემდეგ (ამ დროს მან იქორწინა) არისტოტელე გაემგზავრა კუნძულ ლესბოსზე, სადაც თავისი ყურადღება ისევ ბიოლოგიას დაუთმო. აქ მან დაწერა ნაშრომი "სულისათვის, " თუ პლატონი მიიჩნევდა, რომ სული სხეულის ხაფანგში იმყოფებოდა და განთავისუფლებისათვის ბრძოლა ესაჭიროებოდა, არისტოტელე თვლიდა, რომ სული, მართალია, სხეულის კონტროლის ქვეშ არსებობს, მაგრამ მასთან საუკეთესო ჰარმონიაშია.

ძვ.წ. 343-342 წლებში ფილიპე II მაკედონელმა არისტოტელე მისი ვაჟის, ალექსანდრეს პირად მასწავლებლად მიიწვია. ფილოსოფოსი არ იწონებდა თავისი მოწაფის დამპყრობლურ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც მაკედონია გაფართოვდა, ხოლო ქალაქი-სახელმწიფოების როლი გაუქმდა. ძვ.წ. 335 წელს არისტოტელე დაბრუნდა ათენში, სადაც ლიცეუმი დააარსა. აქ ისწავლებოდა ლოგიკა, მედიცინა, ბიოლოგია და ისტორია; ლექციები კი ტარდებოდა სეირნობის დროს, რის გამოც სასწავლებელს პეროპატეტიკური სკოლა ეწოდა.

არისტოტელემ თავისი უკანასკნელი ნაშრომი "ფილოსოფიისათვის" ძვ.წ. 348 წელს შექმნა. ამის შემდეგ იგი მთლიანად ჩაეფლო კვლევებში, ატარებდა ლექციებს და ქმნიდა ტექნიკურ სამეცნიერო ტრაქტატებს.

არისტოტელეს ბევრმა ნაშრომმა ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტების სახით მოაღწია, ხშირად ეს ფრაგმენტებიც უძველეს დროში უხეშ რედაქტირებას განიცდიდნენ. მიუხედავად ამისა, მისი "ლოგიკა" საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენდა და ზოგადად, ლოგიკის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. სამეცნიერო მუშაობის პერიოდში, არისტოტელემ განსაზღვრა ბევრი ისეთი ტერმინი, რომლებიც დღესაც ხმარებაშია: საგანი და მტკიცება, ენერგია და პოტენციალი, სუბსტანცია და არსი, რაოდენობა და ხარისხი, გვარი და სახეობა.

ძვ.წ. 323 წელს, ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, ათენში დიდი ანტიმაკედონიური აგიტაცია დაიწყო. იმის შიშით, რომ სოკრატეს ბედი არ გაეზიარებინა, არისტოტელემ დატოვა ქალაქი და დედის მამულში კუნძულ ევბეაზე გადასახლდა, სადაც მალევე გარდაიცვალა.

რაფაელი - ათენის სკოლა

ზევით წარმოდგენილია რაფაელის შედევრი "ათენის სკოლა." მის მსგავსად, რენესანსის ეპოქის სხვა მხატვრებისათვის ეს სკოლა შუა საუკუნეების არეულობის შემდეგ გამოცოცხლების გზაზე ადამიანური გამოცდილებისა და მონდომების სიმბოლოს წარმოადგენს. ცენტრში გამოსახულები არიან პლატონი (მარცხნივ) და არისტოტელე.





ბოლოს კი შემოგთავაზებთ არისტოტელესა და სოკრატეს რამდენიმე ციტატას:


"ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არის." (არისტოტელე)

"განათლებული ადამიანი გაუნათლებელისაგან იმდენად განსხვავდება, რამდენადაც ცოცხალი კაცი გარდაცვლილისაგან." (არისტოტელე)

"გონების განათლება, გულის განათლების გარეშე, საერთოდ არ არის განათლება." (არისტოტელე)

"შენ ვერაფრის გაკეთებას შეძლებ ამქვეყნად გამბედაობის გარეშე. ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა." (არისტოტელე)


"ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია." (სოკრატე)

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის." (სოკრატე)

3
4426
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
4426
  
2013, 28 აგვისტო, 21:49
გაიხარე :*
2013, 28 აგვისტო, 21:46
მომხიბლე ნამდვილად,ყოჩაღ!
2013, 14 იანვარი, 20:10
აგრეთვე ფსიქოლოგიაში პირველი შრომა არისტოტელეს ეკუთვნის "სულის შესახებ"
0 1 3