x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი იუბილარია
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. უწმინდესს აღსაყდრებიდან 35 წელი შეუსრულდა, ხოლო დაბადებიდან 80 წელი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში საიუბილეო კონცერტი გაიმართება.


როგორც მოგეხსენებათ, ილია მეორემ შეძლო და ქართველები ეკლესიაში დააბრუნა. სანამ უნეტარესი ჩვენი ეკლესიის წინამძღოლად დაინიშნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო. დღეს მათი რიცხვი რვაასზე მეტია. 1977 წელს 40 სასულიერო მოღვაწე გახლდათ. ახლა კი 1000მდე გაიზარდა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი, წმ. სამების საკათედრო ტაძარი.


ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია უწმინდესის ნამოღვაწარისა...


მე კი მინდა მას მივულოცო ეს შესანიშნავი დღე. ვუსურვო ბედნიერება, გამძლეობა და ჯანმრთელობა. ღმერთმა ქნას საქართველო გაბრწყინდეს უწმინდესთან და უნეტარესთან ერთად, ილია მეორემ კი ძალიან დიდხანს იცოცხლოს.



image

0
31
6-ს მოსწონს
ავტორი:ზუკა123
ზუკა123
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0