x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გრამატიკა


imageგრამატიკა ენათმეცნიერების ნაწილია, რომელიც ნებისმიერი მოცემული ბუნებრივი ენის აგებულებას სწავლობს, როგორც წესი, იგი მოიცავს ამა თუ იმ ენის მორფოლოგიასა და სინტაქსს, რომელსაც შეიძლება დაერთოს : ფონოლოგია, ფონეტიკა, სემანტიკა და პრაგმატიკა. ყველა ენას გააჩნია საკუთარი გრამატიკა.
მორფოლოგია : იკვლევს სიტყვების ფორმათა ცვალებადობას და ამ ფორმაცვალებადობასთან დაკავშირებულ სიტყვის შინაარსის ცვლას.
სინტაქსი – არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადების ტიპებს, მასში სიტყვათა შეწყობა–შეკავშირების წესებს. იგი არკვევს, რა და რა სახისსიტყვები შეიძლება შეეწყოს ერთმანეთს, რა სახის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის და რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას წინადადებაში. სინტაქსური ერთეულებია: წინადადება, წინადადების წევრი და სინტაქსური წყვილი.
ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათამნიშვნელობის განმასხვავებელ ფუნქციას.
ფონეტიკა, (ბერძნ. phōnētikós, "ბგერითი") ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სამეტყველო ბგერებს.
სამეტყველო ბგერა შეისწავლება სამი თვალსაზრისით:
1. ფიზიოლოგიურად, ანუ იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების შედეგად წარმოიქმნება მოცემული ბგერა;
2. აკუსტიკურად (ბერძნ. akustikós, "სმენითი"), ანუ ბგერი ფიზიკური თვისებების მიხედვით.
3. სმენითი შთაბეჭდილების, პერცეფციის (ლათ. perceptio, "აღქმა") მიხედვით.
სემასიოლოგია (ბერძნულად sēmasia – მნიშვნელობა და ...ლოგია) — ლექსიკოლოგიის დარგი (განშტოება), რომელიც შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობას (საგნობრივ მიმართებას), მის აგებულებას და დროში ცვალებადობას. ზოგჯერ სემასიოლოგია უფრო ფართოდაც ესმით, როგორც სიტყვის შინაარსეული მხარის შემსწავლელიმეცნიერება.
პრაგმატიკა არის ენათმეცნიერების განხრა, რომელიც ინტერესდება მეტყველების ისეთი ელემეტებით, რომელთა მნიშვნელობის გაგება მხოლოდ კონტექსტის მიხედვთაა შესაძლებელი.

1
1942
3-ს მოსწონს
ავტორი:informator
informator
1942
  
2013, 4 იანვარი, 13:53
მე მორფოლოგიას და სინტაქს ვწსავლობ
0 1 1