x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენ ქულას აგროვებთ ზოგად უნარებში? მეცნიერული ანალიზი
თანამედროვე მსოფლიოში უკვე მრავალი წელია უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების გამოცდას ზოგადი უნარების ტესტების მიხედვით, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ თითქმის არცერთი ვაკანსია არ არსებობს, სადაც ამ უნარების კარგად ფლობა არ მოითხოვება.

მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რას ემსახურება ეს ტესტები და რატომ არის ის აუცილებელი კარიერული წარმატებების მისაღწევად. ზოგადი უნარების ტესტების მიზანია შეზღუდულ დროში გამოარკვიოს ადამიანის აზროვნების უნარი, მისი ლოგიკური მსჯელობის შესაძლებლობა, ანალიზის უნარი, ელემენტარული მათემატიკური აზროვნებისა და ამოცანების მართებული გზით გადაჭრის შესაძლებლობა. მეცნიერული დაკვირვებების შედეგად დამტკიცებულია, რომ ამ ტესტებში მაღალი ქულების მქონე ადამიანები ძალიან მალე აღწევენ წარმატებებს თითქმის ყველა სფეროში, რადგან მათ ძალიან სწრაფად შეუძლიათ ყველაფრის ათვისება.

ზოგადი უნარების ტესტებში მიღებული ქულების კლასიფიკაცია მოახდინეს მეცნიერებმა, სადაც კონკრეტული ქულის მიხედვით შესაძლებელია წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენად იქნება ადამიანი წარმატებული თავის საქმიანობაში. მეცნიერებმა შეადგინეს 80 ქულიანი ტესტი და კატეგორიები შემდეგნაირად დაყვეს:


0-20 ქულა - წინასწარი შესავლის გარეშეც აშკარაა, რომ ეს ქულა ნამდვილად არ არის სახარბიელო. აუცილებელია მეტი მუშაობა თქვენს თავზე სრული გონებრივი დატვირთვით. ასეთი შედეგით ვერავის მოხიბლავთ. ამ მიღებული ქულით ადვილად არის შესაძლებელი დავასკვნათ, რომ თქვენ გიჭირთ დამოუკიდებლად სწორი, ლოგიკური დასკვნების გამოტანა, ვერ ეგუებით თანამედროვე ტექნოლოგიებს და არ კითხულობთ არანაირ ლიტერატურას. აუცილებელია მეტი დატვირთვა მიანიჭოთ ტვინს, ხშირად აკეთეთ ლოგიკური ამოცანები და შეეცადეთ გამოიყენოთ ის პრაქტიკაში.



21-40 - მათ, ვისაც 21-დან 30-მდე შეფასება აქვთ შეუძლიათ გაიხარონ, რადგან ისინი მინიმალურ საზღვრებზე მაღლა არიან, თუმცა ეს სავსებით არ არის საკმარისი, საჭიროა მეტი მუშაობა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ისინი წარუმატებლები იქნებიან, თუმცა დიდი მწვერვალების დაპყრობა დამოუკიდებლად ნამდვილად დიდი გამოწვევა იქნება მათთვის. 30-დან 40 ქულამდე შედეგი ნორმალურად ითვლება, რადგან დავალებების 50%-მდე შესრულებულია. ამ კატეგორიაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი გონებრივ გამოწვევას გაუმკლავდნენ, თუმცა მაღალი მწვერვალების დაპყრობა მათთვისაც დიდი გმირობა იქნებოდა. შეუძლიათ იყვნენ კარგი თანამშრომლები, ლიდერობა კი მათთვის უცხო ხილია.


41-80 - 40-დან 60 ქულამდე მქონე ადამიანები თითქმის სრულყოფილების ზღვარზე არიან, თუმცა მათ მიერ დაკარგული საშუალოდ 30 ქულა მეტყველებს, რომ არსებობს დეტალები, რომელში გარკვევაც მათ უჭირთ. ამის მიუხედავად შესაძლებელია მათტვის ნებისმიერი საქმიანი წინადადების შეთავაზება, ისინი ჩინებულად გაართმევენ თავს ყველაფერს და გამონაკლის შემთხვევენში კარგი ლიდერებიც შეიძლება დადგნენ. 61-დან 80 ქულამდე მქონე ადამიანებს შეუძლიათ უზრუნველად იყვნენ, რადგან მათი ტვინის განვითარების დონე ძალიან მაღალია, შეუძლიათ ნებისმიერი გონებრივი გამოწვევის დაძლევა, თავისუფლად შეუძლიათ სწრაფვა უმაღლესი მწვერველებისკენ, დამოუკიდებლად შეუძლიათ გაუძღვნენ ნებისმიერ საქმიანობას, სადაც გონება გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწრაფად ითვისებენ თეორიას და პრაქტიკას სწავლის პროცესში. 80 ქულა - ეს სრულყოფილებაა!.


ასეთია მეცნიერების დასკვნა. გაუზიარეთ თქვენი შედეგები სხვა მომხმარებლებს და შეუქმენით წარმოდგენა თქვენზე.

2
439
5-ს მოსწონს
ავტორი:beqag
beqag
439
  
2013, 4 იანვარი, 11:00
საკმაოდ კარგი შედეგია
2013, 4 იანვარი, 2:18
50 avixe erovnulze sharshan. anu aramishavs xo? :D
0 1 2