x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პოლონელი ფრთოსანი ჰუსარები
imageჰუსარები ცნობილები იყვნენ, თავიანთი უზარმაზარი
ფრთებით, ხის სტრუქტურა, რომელიც ჩვეულებრივ არწივის, ხანდახან სირაქლემის, გედის ან ბატის ბუნბულს ატარებდა. ამ სიმბოლოს სერბული წარმოშობა გააჩნია. მე-16 საუკუნეში დამახასიათებელი ფრთები ან ფრთიანი ბრჭყალები ჩნდება
ცხენოსნების ფარებზე. ფრთები როგორც წესი უნაგირზე იყო მიმაგრებული და მოგვიანებით ზურგზეც. 1645 წელს Col. Szczodrowski-მ გამოიყენა სირაქლემას ფრთები.
ბევრი თეორია შეიქმნა ისტორიკოსების მიერ ფრთების
შესახებ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დადასტურებულა.


ყველაზე გავრცელებული თეორიაა: ისინი ატარებდნენ ფრთებს, რადგან ის გამოსცემდა უფრო ხმამაღალ, გრიალა ხმას, რაც მხედარს უფრო დიდად წარმოაჩენდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. სხვა ვარიანტებით ფრთები შექმნილი იყო, იმისთვის რომ დაეცვა მამაკაცის ზურგი ხმლისაგან ან მარყუჟისაგან. ანდა საკუთარი ცხენების დასაყრუებლად ხის ხმაურისაგან დასაცავად, რომელსაც იყენებდნენ ოტომანები და ყირიმელი თათრები.
image

ფრთები შესაძლოა გამოიყენებოდა მხოლოდ აღლუმებისა და სხვა სპეციალური შემთხვევებისას და შესაძლოა არასდროს ბრძოლებისას. რადგან, შემჩნეულია, რომ ფრთები, რომლებიც მიმაგრებულია მხედრების ზურგზე, თითქმის აგდებდა მათ უნაგირიდან, როცა მათი
ცხენები მიაჭენებდენ, ვიდრე ჩორთით სიარულისას (როცა უნაგირზე მიმაგრებულები ძალიან ანელებდნენ ცხენს).

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ფრთების ტარების ტრადიცია
მომდინარეობს ოტომანი „akinci“ თავდამსხმელებისაგან, რომლებიც როგორც მსუბუქი კავალერია ისე იყვნენ ოტომანთა ჯარში. ჰუსარები, ზოგიერთ შემთხვევაში იყვნენ ევროპული პასუხი ოტომანთა კავალერიის წინააღმდეგ და უნგრელი ჰუსარები ბაძავდნენ ოტომან თავდამსხმელებს (akinci) აღჭურვილობაში და საბრძოლო ტაქტიკებში. ამგვარი ქმედებისას, ისინი ასევე მათ შინაგანადაც ბაძავდნენ. თურქული ტრადიცია არწივის ფრთების ტარებისა მოდის ცენტრალური აზიის თურქული შამანური ტრადიციებიდან: ითვლებოდა, რომ ცხენები უფრო სწრაფად იმოძრავებდნენ
თუკი ფრთებს ატარებდნენ (თანაგრძნობითი მაგიის ფორმა). ზოგიერთი ისტორიკოსი ასევე ფიქრობს, რომ ეს იყო მტრების დასაფრთხობად, მათი უცნაურობის გამო (ფსიქოლოგიური ომის ფორმა). ოტომანი თავდამსხმელების გამოსახულება, რომლებიც ხარის რქებს ატარებდნენ, არწივის ფრთები და ლეოპარდის ბეწვი გვხვდება მე-14, მე-15 და მე-16 საუკუნეების ოტომანურ მინიატურებში და გრავიურებში, იმ ევროპელი ფერმწერების მიერ იყო გაკეთებული, რომლებიც ოტომანთა იმპერიას სტუმრობდნენ.

image

სტატიის ავტორი:


დავით სიდამონიძე




გამოყენებული ლიტერატურა:

http://en.wikipedia.org/wiki/Polish_hussars

1
163
3-ს მოსწონს
ავტორი:დავით-ს
დავით-ს
163
  
2013, 4 იანვარი, 18:17
საინტერესოაა :)))
0 1 1