x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტივოლის ბაღები


ტივოლის ბაღები ეს არის განთქმული გასართობი პარკი კოპენჰაგენში (დანია). გაიხსნა 1843 წლის 15 აგვისტოს და მსოფლიოში მეორე უძველესი გასართობი პარკია.


image

გასართობ პარკს თავდაპირველად "Tivoli & Vauxhall" ეწოდებოდა. "Tivoli" პარიზში მდებარე "Jardin de tivoli" - ს სახელზე დაერქვა, ხოლო "Vauxhall" - ლონდონში არსებული ვოქსოლის ბაღების სახელზე. ტივოლის ბაღების დამფუძნებელი არის გეორგ კარსტენსენი, თუმცა ინიციატივა ეკუთვნის დანიის მეფე ქრისტიან VIII-ს. მას მიაჩნდა, რომ "როდესაც ადამიანებს აქვთ თავშესაქცევი, ისინი არ ფიქრობენ პოლიტიკაზე". სწორედ ეს პოლიტიკური სტრატეგია გახდა პარკის შექმნის მიზეზი. მეფემ კარსტენსენს ხუთი წელი მისცა მშენებლობისთვის და ქალაქგარეთ გამოუყო დაახლოებით 14-16 ჰექტარი მიწის ფართობი. პროექტმა გაამართლა. გასართობმა პარკმა მოიპოვა დიდი წარმატება პირველივე დღიდან და დღემდე ინარჩუნებს.

მთავარი შესასვლელი გახსნის დღეს (1843 წ.)

image


შესასვლელი 1874 წელს განახლდა და დღესდღეობით ასეთი სახით

არსებობს

image

1943 წელს, ნაცისტებმა დაწვეს ბაღის შენობები, მათ შრის დიდი საკონცერტო დარბაზი, თუმცა პარკს რამდენიმე კვირაში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. იმავე წლის 15 აგვისტოს, ტივოლში აღინიშნა პარკის დაარსების 100 წლის იუბილე. ამ დღის აღსანიშნავად, ბაღს ეწვია 115 ათასზე მეტი ადამიანი.

ტივოლს განსაკუთრებულობას სძენს ის ფაქტიც, რომ ის ყოველთვის ვითარდება პირვანდელი ხიბლის და ტრადიციების დაკარგვის გარეშე. გეორგ კარსტენსენმა 1844 წელს განაცხადა: "ტივოლს არასოდეს ექნება დასასრული". ერთი საუკუნის შემდეგ კი იგივე სიტყვები გაიმეორა ვოლტ დისნეიმ დისნეილენდთან მიმართებაში: "დისნეილენდს არასოდეს ექნება დასასრული, სანამ ადამიანის ფანტაზია იარსებებს დედამიწაზე". როდესაც ის თავის მეუღლესთან ერთად ეწვია ტივოლს, სწორედ იქ მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად გადაწყვიტა დისნეილენდის აშენება.

1844 წელს, სპეციალურად ტივოლის პარკისთვის, დაარსდა ტივოლის ბიჭთა გვარდია. ეს არის მუსიკალური ანსამბლი, რომელიც დაკომპლექტებულია 8-16 წლის, დანიის სამეფო გვარდიის უნიფორმებში გამოწყობილი ბიჭებით.

imageimage

ტივოლის ბაღში თავმოყრილია: 30-ზე მეტი ატრაქციონი, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, რესტორნები, კაფეები, ყვავილების ბაღები და უამრავი სხვა გასართობი საშუალება. პარკი იხსნება ყოველ გაზაფხულზე (აპრილში), დანიის საზაფხულო სეზონის დაწყების აღსანიშნავად. ბაღში უძველესი ნაგებობებია მთავარი შესასვლელი კარიბჭე და პანტომიმის თეატრი.

image

პანტომიმის თეატრი შექმნილია ჩინური სტილის მიხედვით და გამოყენებულია ნათელი ფერები. თეატრი ღია ცის ქვეშ მდებარეობს და ყოველდღე იმართება წარმოდგენები.

image

ბაღში ტარდება უამრავი კონცერტი.

აღსანიშნავია 2006 წელს გადაკეთებული საკონცერტო დარბაზი, რომელიც 2000 ადამიანს იტევს.

imageტივოლის ბაღში, ულამაზესი ტბის მახლობლად, მდებარეობს ჩინური კოშკი, რომელიც აშენდა 1900 წელს. აქ განთავსებულია ჩინური რესტორნები და დამთვალიერებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ ჩინური კერძები. დანიელებში ჩინური კულტურა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტივოლის ბაღი სავსეა მრავალი სახის ყვავილებით, როგორებიცაა: ტიტა, ვარდი, ქრიზანთემა და ა.შ. ბაღი მორთულია ბუნებრივი და მომხიბლავი კონფიგურაციით. საღამოობით პარკი განათებულია.imageimageimageimage

imageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



2006 წელს ტივოლის პარკში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი კარუსელი, რომელიც 80 მ სიმაღლისაა. კარუსელიდან მოჩანს ქალაქის უმშვენიერესი ხედი.

imageimage

პარკი იმითაც არის გამორჩეული, რომ აქ მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. გასართობი საშუალებები არსებობს როგორც მოზარდებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

. imageimageimage

ტივოლის ბაღში ტრადიციად არის ქცეული შობისა და ჰელოუინის აღნიშვნა. ამ დროს პარკი საზეიმოდ ირთვება და ულამაზეს სანახაობას ქმნის.

imageimageimageimage

imageimageimageimageimage

ბოლო მონაცემებით, 4.5 მლნ-ზე მეტი მნახველით, ტივოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სეზონური პარკია მსოფლიოში. ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჩამოდის სკანდინავიის ქვეყნებიდან, მათ მოსდევს ევროპის სხვა ქვეყნები.



















0
242
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლიკა ჟვანია
ლიკა ჟვანია
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0