x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
წმინდა ნინო
imageზაფხულის პირველ დღეს, როდესაც "ბარში ვარდნი ჰყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ", ჩვენს მიწა-წყალზე ფეხი დადგა ქალწულმა ნინომ. მოვიდა და გვახარა უფლის სიტყვა, განდევნა ბნელი უმეცრებისა და ჭეშმარიტი ნათელი მოჰფინა ქართველი ერის სულს, გულსა და გონებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განმანათლებელი ქალია, რაც ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის წილხვედრ ქვეყანაში ქალი გამოგზავნა. კაბადოკიელ ქალწულს, ნინოს იერუსალიმში ყოფნისას ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად წასვლა ამცნო, გადასცა თავისი ხელით გაკეთებული ვაზის ჯვარი, თანაც აკურთხა; ' ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებისა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგება შენი და თანაშემწყვეტი და არა დაგიტეო შენ."image

ამრიგად, მოციქულთა სწორი წმინდა ნინო ღვთისმშობლის წიხვედრ ქვეყანაში - საქართველოში ვაზის ჯვრით შემოვიდა და ამ ჯვრით განამტკიცა ჩვენში ქრისტიანობა, რომელიც პირველ საუკუნეში, თვით იესო ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს.

image


ყველაზე დიდი სიწმინდე - წმინდა ნინოს განსასვენებელი სიღნაღში, ქვემო ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერშია.

2
86
5-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
86
  
2013, 7 იანვარი, 15:03
მადლობა
2013, 7 იანვარი, 15:01
ძალიან კარგი სტატიაა..:))
0 1 2