x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კომიქსები (DC და მარველი)
image
DC კომიქსები და მისი მთავარი მეტოქე მარველის კომიქსები ერთად, ამერიკული კომიქსების ბაზრის 80%- შეადგენენ.

ინიციალი "DC" შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული სერიის დეტექტივური კომიქსების მიხედვით(Detective Comics). და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა. DC კომიქსების მთავარი ოფისი მდებარეობს ბროდვეიზე .

DC კომიქსები არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კომიქსების გამომცემლობა მარველ კომიქსების შემდეგ. გამომცემლობა 1969 წელს შეიძინა კომპანია Warner Bros. Entertainment. DC კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირებია: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა.

მარველის კომიქსები (ინგლ. Marvel Comics) ამერიკული კომიქსების წიგნია, რომელიც Marvel Publishing- ეკუთვნის, Marvel Entertainment-ის ფილიალია. Marvel-ის გმირებს შორისაა ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც არიან კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe- (მარველის მსოფლიო) უწოდებენ.

ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა. Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel- სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC კომიქსებითან ერთად.



ჩემ მიერ შეგროვილი კომიქსები:

image

image

image

image

image

image

წყარო: ვიკიპედია და გუგლი :)



0
476
2-ს მოსწონს
ავტორი:ShUtK.faTheR
ShUtK.faTheR
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0