x
image
აბრაგი
როცა საჭესთან ფეხმძიმეა

imageგერმანელი გინეკოლოგი იოჰან დეკერი თვლის, რომ მომავალმა დედამ ავტომობილი შეიძლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მართოს. მისი აზრით, ეს გაცილებით უსაფრთხოც კია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. თუ ორსული თავს კარგად გრძნობს და ფეხმძიმობა ნორმალურად მიმდინარეობს, დასაშვებია რომ ქალი საჭეს ცხრა თვის ვადაზეც კი მიუჯდეს.

მას მხოლოდ რამდენიმე წესის დაცვა მოუწევს:

პირველი-აუცილებლად უნდა გამოიყენოს უსაფრთხოების ქამარი, მაგრამ ის უშუალოდ მუცელზე არ უნდა აჭერდეს. კარგია, თუ ისეთი მარკის ავტომანქანა ჰყავს, რომელიც უსაფრთხოების ბალიშითაცაა აღჭურვილი.

მეორე-თუ ორსულს ხანგრძლივი მგზავრობა უწევს, ყოველ ორ საათში ავტომობილი უნდა გააჩეროს და გადმოვიდეს. ჩაატაროს მსუბუქი მიხვრა-მოხვრა, გაიარ-გამოიაროს, ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი, რათა სისსხლის მიმოქცცევა აღდგეს და თავიდან აიცილოს წელის არეში ტკივილები.

ამდენად, სანამ ორსულობის პერიოდში ქალი საჭეს მიუჯდება, კარგად უნდა გაანალიზოს საკუთარი ჯამრთელობის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0