x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
უფლისაგან კურთხეული მორჩილება

image ერთი ბერი სენაკიდან არ გამოდიოდა, მაგრამ მისი სახელი ყველგან ცნობილი იყო და ყველა მოკრძალებით პატივს სცემდა. ერთხელ სულიწმიდამ აუწყა მას: "ერთი მართალი მამის სხეული და სული ერთმანეთისაგან გაყრის პირასაა; წადი და სანამ გარდაიცვლებოდეს, განკურნე"

ბერი დაფიქრდა. "თუ დღისით გავალ, ხალხი მოგროვდება; შესაძლოა, მათ ჩემი განდიდებაც დაიწყონ, ეს კი ჩემი გულისათვის მძიმე იქნება; მაშ ასე, გვიან საღამოს წავალ, ყველასგან ჩუმად".

როდესაც შებინდდა, ღვთის კაცი სენაკიდან გამოვიდა... მაგრამ უეცრად მის წინ უფლის ორი ანგელოზი გამოცხადდა ლამპრებით, რათა მისთვის გზა გაენთებინათ. მთელი ქალაქი გამოვიდა მართალი მოსაგრის დიდების სანახავად. ამრიგად, რამდენადაც დიდებას გაურბოდა, იმდენად დიდება მას კვალდაკვად დასდევდა და აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს".

0
88
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0