x
image
ციცი
Mediator image
გველის წელიწადი-საახალწლო კაბები 2013 წელს
image

ბოლო წლებია არსებობს ტენდენცია, რომ ახალ წელს შევხვდეთ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით. ვირჩევთ სამოსის ფერს, ვადგენთ სადღესასწალო მაგიდის მენიუს, ვრთავთ საახალწლოდ სახლს იმ ცხოველის თვისებების გათვალისწინებით, რომელიც დამდეგი წლის სიმბოლოდ ითვლება.


2013 წლის სიმბოლოდ ითვლება შავი წყლის გველი. როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა, რათა გამდეგმა წელმა მხოლოდ კარგი მოგვიტანოს? კარგად მოიფიქრეთ სადღესასწაულო ჩაცმულობის დეტალები, რადგან გველი არ მოითმენს გულგრილობას და ვულგარულობას. ამ წლის ფერებად ითვლება შავი, მუქი შინდისფერი, ლურჯი და მწვანე. ბრჭყვიალა ფერებიც მოსწონს გველს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაბები უნდა შეარჩიოთ სწორედ ამ ფერებში. კაბის სტილიც ასევე უნდა იყოს "გველური"-ვიწრო, ტანში გამოყვანილი, სიგრძე-სასურველია მაქსიმალური. რათქმაუნდა კაბის შერჩევა თქვენს სხეულის მონაცემებზეც არის დამოკიდებული. თუკი თქვენი სხეულის პროპორციები იდეალურისგან შორს არის, უარი თქვით ვიწრო კაბაზე, ჩაიცვით ისე რომ თქვენი ნაკლოვანებები დამალოთ.

კონსერვატიულ გველს ურჩევნია მოკრძალებული სამოსი. უპირატესობა ქსოვილებს შორის მიანიჭეთ ატლასს და აბრეშუმს. ასევე შესანიშნავი იქნება გრძელი შიფონის კაბები ყვავილებიანი, ნაქარგი აპლიკაციით. შეარჩიეთ აქსესუარები. ელეგანტურობა სამკაულების გამოყენების დროს უნდა შენარჩუნდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტყავის ქამრები და ბრასლეტები, მაგრამ ნატურალური გველის ტყავისგან დამზადებული არაფერი არ არის მისაღები გველის წელიწადისთვის. ასევე ფეხსაცმელიც შეარჩიეთ ტყავის.


მთავარია ამ ჯადოსნურ ღამეს ყველა ცუდი ფიქრები თავიდან მოიშოროთ, რადგან ადამიანს ისე არაფერი ალამაზებს, როგორც ბედნიერი ღიმილი და მბრწყინავი თვალები.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!imageimageimageimage
imageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimage

0
891
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
891
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0