x
მთები და ღრმულები

image21 დეკემბერმა მშვიდობით ჩაიარა და რადგან გადავრჩით მეც გადავწყვიტე დამეწერა ჩემი პირველი სტატია.ჩემი სტატიები ძირითადად მეცნიერებას შეეხება.ახლა კი უშუალოდ თემაზე გადავალ.

ჩვენი პლანეტა დედამიწა მზის სისტემის პლანეტებს მიეკუთვნება და მერკურის და ვენერას შემდეგ მესამე პლანეტაა.

ამდენი საუკუნის მანძილზე მაინც ცვლილებების პროცესშია, მის ზედაპირსა და წიაღში მუდმივად იქმნება ახალი მთები და ღრმულები.ამ ცვლილებების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია წყალი.მდინარიეები და წვიმა ნელ-ნელა შლიან მთებს და იცვლება ზედაპირი.ჩვენს მეზობლად არსებულ უახლოეს პლანეტებზე მარსზე და ვენერაზე წყალი არ არის და ამიტომ ამ პლანეტების ზედაპირი არ განიცდის ცვლილებებს.სწორედ ამიტომაა, რომ მათზე წარმოქმნილი მთები დედამიწაზე არსებულ მთებზე გაცილებით დიდი ზომისაა.მაგალითისთვის ავიღოთ "მაქსველის" მთა, რომელიც ვენერაზეა.ის სიმაღლით 10, 8კმ–ია, "ოლიმპოს" მთა მარსზე მდებარეობს და სიმაღლით 26კმ–ია.ეს ციფრები საკმაოდ დიდია, მაშინ როცა დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი 8, 85კმ–ია სიმაღლით.ღრმულები კი დედამიწასთან შედარებით პატარაა.ვენერაზე "დიანას კანიონს" უწოდებენ ღრმულს, რომელიც მხოლოდ 2, 9 კმ სიღრმისაა.დედამიწის ყველაზე ღმა წერტილი, "მარიანის ღარი" კი 11კმ–ია სიღრმით.

0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:natox
natox
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0