x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა საიდუმლოს ინახავენ პალმის ხეები
imageსაუკუნეების მანძილზე ადამიანები ცდილობდნენ ეპოვათ წამალი ყველანაირი ავადმყოფობისთვის. ბიოლოგები, სახალხო მკურნალები თუ ექიმები ცდილობდნენ აღმოეჩინათ ის, რაც ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდათ ან უფრო მეტიც, უკვდავებას მიანიჭებდათ.

რაოდენ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს რეიტინგულმა სამეცნიერო ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით '' ინახავენ თუ არა პალმის ხეები უკვდავების ელექსირს'', მსგავსი სათაურებით სხვა სამეცნიერო ჟურნალებიც მალევე აჭრელდა. ეს ჰიპოთეზა კი იქიდან წარმოიშვა, რომ ცნობილი ბიოლოგიური უნივერსიტეტის, ლიდსის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბარი ტომლინსონმა დაწერა ესე ''სიცოცხლის რკალი'', სადაც საუბრობს პალმის ხეებზე, რომლებიც უკვდავების საიდუმლოს ინახავენ. ამ ესემ უნივერსიტეტის კონსკურსში პრიზი აიღო.

მას შემდეგ 50 წელი გავიდა და ახლა ეს სტუდენტი უკვე სრული პროფესორია და სამეცნიერო მოღვაწეობას მაიამიში განაგრძობს.

ბარი ტომლინსონის თქმით პალმის ხე ყველაზე დიდხანს მცხოვრები ხეა და მის უჯრედებში შესაძლოა ვიპოვოთ ის ელემენტი, რაც მას სიცოცხლის ხანგრძლივობას ანიჭებს. ტომლინსონი აქტიურად აქვეყნებს სტატიებს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ამერიკულ სამეციერო გამოცემაში American Journal of Botany.


ბილოგებს აინტერეთ პალმის ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა ევოლუციის შედეგია თუ გენეტიკური კოდი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ საკითხის სიღრმისეულმა შესწავლამ შესაძლოა, სიკეთე ადამიენბსაც მოუტანოს. ტომლინსონის ნაშრომებში ლოგიკურადაა აღწერილი თუ როგორ შეიძლება იმ სასიცოცხლო ელემენტებმა, რაც მცენარეშია, ადამიანებსაც გაუხანგრლივოს სიცოცხლე. პროფესორ ბარი ტომლინსონის კვლევების ანგარიშს ინტერნეტის საშუალებითაც მოიძიებთ.



1
310
5-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
310
  
2012, 30 დეკემბერი, 19:12
მეამყება ტომლინსონი გვარი :D
0 1 1