x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
2013 წელს ყველაზე კაშკაშა კომეტა დედამიწიდან გამოჩნდება

imageკომეტა ISON სექტემბერში აღმოაჩინეს. კომეტა დედამიწას სავარაუდოდ, 2013 წლის 28 ნოემბერს ჩაუქროლებს 12 მილიონი მილის მოშორებით, მაგრამ მიუხედავად ამ მანძილისა, ის ისეთი კაშკაშაა, რომ სავსე მთვარის შუქს დაჩრდილავს და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელი იქნება. თუმცა ნასას ასტრონომი დონალდ იომანი ეჭვობს, რომ კომეტა მზეს გადაურჩება, რადგან მისი თქმით დიდი შანსია მზესთან სიახლოვეზე განადგურდეს.

კომეტა თავდაპირველად ორმა მოყვარულმა რუსმა ასტრონომმა შენიშნა. მათ განცხადებას ნასა მალევე გამოეხმაურა.

ამ ფაქტს ნასა იმიტომ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, რომ 1997 წლის შემდეგ დედამიწისთვის არცერთ კომეტას არ გადაუფრენია, რომლის დანახვაც ტელესკოპის გარეშე შეიძლებოდა, თანაც ეს აქამდე ცნობილ კომეტათა შორის ყველაზე კაშკაშა იქნება.

0
180
4-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0