x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
პრივატიზება.

ახლა ვუსმინე ეკონომიკის მინისტრის ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგს, სადაც საუბარი იყო სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის პრივატიზების პროცესზე. მივესალმები პრივატიზების პროცესის კიდევ უფრო გასაჯაროებას და გამარტივებას, მაგრამ იმ მოსაზრებას, რომ უნდა მოხდეს “საპრივატიზებო ნუსხის'' დეტალიზაცია, ანუ იცოდეს საზოგადოებამ თუ რა ქონებას განკარგავს სამინისტრო, გაცნობებთ, რომ ეს შეუძლებელად მიმაჩნია იქამდე ვიდრე არ განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არ არსებული, მაგრამ მის რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების ზუსტი აღრიცხვა სათანადო წესით (მოქმედი კანონმდებლობით - “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში'' საკუთრების უფლების წარმოშობა). ზოგადად თუ რა ქონების განკარგვის უფლება აქვს პრივატიზების განმხორციელებულ ორგანოებს, ეს განმარტებულია საქართველოს კანონში “სახელმწიფო ქონების შესახებ''. ყველა სახელმწიფო ქონების, მათ შორის სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების აღრიცხვის შემდეგ (რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს) შეუძლებლად მიმაჩნია მოხდეს ზემოაღნიშნული, ვინდაიდან სახელწმიფოს საკუთრება შეიძლება ერთი კონკრეტული მომენტისათვის არ გააჩნდეს, მაგრამ უახლოეს დღეებში შეიძინოს ამის უფლება (მაგ: საკუთრების მიტოვების საფუძველზე, ვალდებულებადარღვეული (პირობიანი აუქციონი) ურთიერთობის საფუძველზე, უმკვიდროდ დარჩენილი ქონება და სხვა სამართლებრივი შემთვევები).

მე წარმატებებს ვუსურვებ ჩემი ქვეყნის ეკონომიკას და ჩემს ძველ კოლეგებს ...

image




პატივისცემით,


ირაკლი ღლონტი

1
96
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
96
  
2012, 30 დეკემბერი, 13:36
პრივატიზების მინისტრის პოსტი შემოიღონ რა... და დაგნიშნონ შენ :)
0 1 1