x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გლობალიზაციის გამომწვევი მიზეზები და შედეგები
გლობალიზაციის გამომწვევი ოთხი ძირითადი და ურთიერთდაკავშირებული ფაქტორები არსებობს, რომლებიც მოიცავს გასული საუკუნის ბოლო მეოთხედს. ესენია: ახალი საერთაშორისო შრომის დანაწილება, ფინანსების ინტერნაციონალიზაცია, ახალი ტექნოლოგიების სისტემა და საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზრების ჰომოგენიზაცია.

ახალი შრომის საერთაშორისო დანაწილება მოიცავს სამ მნიშვნელოვან ცვლილებებს. პირველი - აშშ და ევროპა გამოცხადდა, როგორც ინდუსტრიული პროდიუსერი, იაპონიამ კი, განიცადა მნიშვნელოვანი ზრდა.

მეორე - პროდუქტის წარმოებამ გადაინაცვლა ცენტრიდან პერიფერიებისაკენ და ნახევრად პერიფერიებისაკენ. 2001 წელს აშშ-ში დაფიქსირდა 6.5 მილიონი მომუშავე რომელთა 80% დასაქმებული იყო წარმოებაში.

ტენდენციების მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა პროდუქციის შენახვის ხარჯები და სხვადასხვა სახელფასო განაკვეთები მთელს მსოფლიოში. მაგალითად, საათობრივი ანაზღაურება ტანსაცმლის წარმოებაში მომუშავისათვის, აშშ-ში 2001 წელს იყო 8 აშშ დოლარი - 37 საათი კვირაში, მაგრამ ჰონგ-კონგში იგივე სამუშაოში, რომელიც შეადგენდა 60 საათს კვირაში იყო 3 დოლარი საათში. ინდონეზიაში 0.15 საათში და 70 საათი კვირაში.


მესამე - გაჩნდა ახალი სპეციალობები ცენტრალური რეგიონების მსოფლიო სისტემაში. მაღალი ტექნოლოგიების წარმოება და მომსახურების სფერო (რაც გულისხმობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა მომსახურება, დაზღვევა, საბაზრო კვლევები, რომლის მიხედვითაც ერთ ფირმას შეუძლია მეორე ფირმის პროდუქტის ყიდვა).

უნდა აღინიშნოს, რომ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში, გლობალური ტენდენციები ძალიან სწრაფად იზრდება, რაც მსოფლიოში ეკონომიკური ინტეგრაციით არის გამოწვეული.

მეორე გლობალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი დღეს არის ფინანსების ინტერნაციონალიზაცია: გლობალური ბანკინგი და ფინანსური ბაზრების ინტეგრაცია. ეს ცვლილებები იწვევს სწორედ შრომის ახალ საერთაშორისო დანაწილებას.




ავტორი: ნინო შეშაბერიძე

0
164
შეფასება არ არის
ავტორი:ნ ი ნ ო
ნ ი ნ ო
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0