x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ჟურნალმა Vogue გასული წლის მოდური ტენდენციები შეაჯამა
არასდროს ნათელი და გარკვეული არ არის, თუ რატომ ხდება პოდიუმზე წარმოდგენილი რომელიც ტენდენცია მოდური მაღაზიების და ქალბატონების გარდერობის განუყოფელი ნაწილი.

ჟურნალ Vogue-ს რედაქცია წლის განმავლობაში აკვირდებოდა, აშუქებდა და საზოგადოებას აცნობდა მოდურ ტენდენციებს და საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს.

გასული წელი მეტად მრავალფეროვანი გახლდათ:

ფუტურისტული მიმდინარეობა განუყოფელი ნაწილი გახდა ჩვეულებრივი ქალბატონების გარდერობისთვისაც. წითელ ხალიჩებზე მოულოდნელად პოპულარული იყო პასტელის ფერის საღამოს კაბები, ასევე წლის განმავლობაში ვარსკვლავებზე ბრწყინავდა არამარტო აქსესუარები და სამკაულები, არამედ ტანსაცმლის საყელოებიც.


კიდევ ერთხელ გადავხედოთ 2012 წლის მოდურ ტენდენციებს, რომლებიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.


წითელ ხალიჩებზე და სადღესასწაულო მიღებებზე ვარსკვლავები ოქროსფრად ბრწყინავდნენ.

image



პასტელის ფერების კაბები მეტად უჩვეულო, მაგრამ ქალური და ნაზი არჩევანი გახლდათ.
image


ნახატებიანი სამოსი ბატონობდა გაზაფხულის კოლექციების ჩვენებისას და წითელ ხალიჩაზეც, გამორჩეული ნახატებიანი-ყვავილები, გეომეტრიული, ასიმეტრიული ფიგურები-ამშვენებდა ასევე ფერად შარვლებს.

image

image


შარვალ-კოსტუმი ვარსკვლავებმა შემოდგომის დადგომისას მოირგეს და საკმაოდ მოხდენილადაც, ანსამბლი დღისით და ღამითაც ერთნაირად გამოსადეგი გახლდათ.

image


ფუტურიზმი კვლავ პოპულარული გახლდათ, ვარსკვლავები ფანტაზიორობდნენ კოსმიურ თემაზე.

image

აბრეშუმი წითელი ხალიჩების უმთავრესი ქსოვილი გახდა.

image


შავის და თეთრი ფერის კომბინაცია, როგორც ნახატებში, ასევე გრაფიკულ გამოსახულებაში, კოპლებში ასევე ერთ-ერთი მოდური ტენდენცია გახლდათ.

image

საყელო-ყელსაბამი

საყელოებმა სამკაულების ფუნქცია იკისრეს და მეტად გაალამაზეს ქალბატონების სამოსი.

image

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0