x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ლაზიკა" - ქართული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა
"ლაზიკა" - ეს არის მეორე პროექტი რომელიც შეიქმნა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე, "დიდგორი"-ს შემდეგ. იგი მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანაა. მისი პრეზენტაცია მოეწყო 2012 წელის 25 თებერვალს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სადაც პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა.


image


"ლაზიკა" შეიარაღებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხით და 7.62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით. იგი ასევე აღჭურვილია ცეცხლის მართვის სისტემით და დისტანციური მართვის მოდულით. მას შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ამინდის მიუხედავად აწარმოოს ცეცხლის გახსნა შიგნიდან, მას ამაში ეხმარება სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერები. მისი ჯავშანი უძლებს 14.5 მმ კალიბრის 911 მ/წმ სიჩქარით მოძრავ ჯავშანგამტან ტყვიებს! ასევე უძლებ 10 კგ ნაღმის აფეთქებას. ნატოს სტანდარეტბის მიხედვით მისი ჯავშანი STANAG 4569 IV დონისა.

დაკიდების მექანიზმის წინა ნაწილი, ჯავშნით არის დაფარული. მისი მანევრირება და მოქნილობა ძალიან მაღალია, რაც დიდ უპირატესობას აძლევს სხვა ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან შედარებით. მისი ეკიპაჟი 3 კაცისაგან შეგება და შეუძლია უზრუნველყოს 7 დესანტის გადაყვანა.



მისი ტექნიკური შესაძლებლობები შემდეგია:


დიზელის ტურბოჩარჯერი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 300 ცხენისძალას.

დაკიდების ტიპი: "Torsion bar"

მაქსიმალური სიჩქარე: 70 კმ/სთ.

საბრძოლო მასა: 14 ტონა.

გადაადგილების მანძილი: 200 კმ. (400 კმ-მდე გაიზრდება გადაადგილების მანძილი, დამატებითი საწვავის ავზით)



დამატებითი ინფორმაციისათვის აქვე მოვიშველიებ თავდაცვის სამინსტორს ოფიციალური საიტიდან ამოღებულ საჯარო მასალს.



" დიდგორის” მერე ეს არის მეორე მანქანა. რეალურად შინაარსობრივად, თვისობრივად ეს არის სულ სხვა დანიშნულების და სულ სხვა დატვირთვის მანქანა. ”დიდგორი” არის საპატრულო, სადაზვერვო, მსუბუქად შეჯავშნული. დღეს წარმოდგენილი ”ლაზიკა” არის მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი, რომლის წარმოება პრინციპში ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია. ბოლო ორი წელი ამაზე საკმაოდ სერიოზულად ვიმუშავეთ. ამ ამოცანის გადაჭრა ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო შევძლებთ ამ მიმართულების განვითარებას..." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ლაზიკის" შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ”ლაზიკა” მეორე ქართული ჯავშანმანქანაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა. პირველი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი" საზოგადოებას 26 მაისის აღლუმზე წარუდგინეს.

წყარო: http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=1307



image

image

image

image

image

image

6
603
6-ს მოსწონს
ავტორი:lasha1616
lasha1616
603
  
2012, 11 ივნისი, 23:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 11 ივნისი, 20:34
რავი ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი რიგზე აქვსო, თუმცა სუსტი წერტილები ყველას მოენახება
2012, 11 ივნისი, 11:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 11 ივნისი, 11:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 21 მაისი, 21:31
ეხ როგორ აგოიმებენ ამ ხალხს რა მოვა დრო და ტყუილებს და ასეთ ნაბოზარ ხალხს ბოლო მოეგება,რა გგონიათ ამას ვე ნახავს მტავრობა რო ვაძაგებთ.მარა ფეხებზე არ კიდია ძაღლი იხეფებს ს და გაჩერდებაო ეგრე გვეძახიან
0 1 6