x
image
Gektor Cantona
წმინდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი - სალოსის სწავლებანი
imageზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება.


სიკვდილი გარდაცვალებაა. გარდაცვალების ნუ გეშინიათ, იმ წუთსვე რომ განკითხვა მოდის, იმისი გეშინოდეთ. საშინელია უფლის წინაშე სამსჯავროზე წარდგომა. როდესაც გამოცდაზე გადიხართ, ღელავთ პროფესორის წინაშე, გული გიცემთ; აბა წარმოიდგინეთ, რაოდენ მეტია უფალი.


ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს, და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.



სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. ღმერთს უყვარს საქმე. კეთილი საქმე არის სიყვარული.


მოყვასის სიყვარული არის, როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა
სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს. აი თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან.


ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია.


ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.


ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე.


გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

1
214
6-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
214
  
2012, 27 დეკემბერი, 12:12
წმინდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი - სალოსი____მესმის რო მოდაშია ასეთი ფორმულირება,მაგრამ უბრალოდ მამა გაბრიელიც სკმარისია:დ
0 1 1