x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თეა წულუკიანის ქონება.

imageიუსტიციის მინისტრის ქონების მონაცემები ამოღებულია ქონებრივი დეკლარაციიდან, რომელიც მინისტრმა თავად გაასაჯაროვა. ქალბატონი თეას ყველაზე ძვირად ღირებული ბინა სტრასბურგში მდებარეობს, მისი ფასი 240 ათასი ევროა, ფართობი 120კვ.მ.ბინა მინისტრმა კრედიტით შეიძინა, დასაფარი აქვს კიდევ 92 ათასი ევრო.ამის გარდა ქალბატონი თეა სოფელ დიღომში ფლობს სახლს 400კვ.მეტრით და მიწის ფართობს ავტოფარეხით 900კვ.მ.თეა წულუკიანის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული არიან დედა გიული შანიძე, მამა ავთანდილ წულუკიანი და ძმა ბათუ წულუკიანი. შესაბამისად, დეკლარაციაში მოცემულია მათ საკუთრებაში არსებული ქონებაც.დედა გიული შანიძე ფლობს საცხოვრებელ ბინას(120 კვ.მ) თბილისში, უზნაძის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთს სამტრედიის რაიონის სოფელ ზემო ნოღაში-1297კვ.მ.თეა წულუკიანს ჰყავს ავტომობილი "მინი კუპერი" 2003 წლის გამოშვება, ამჟამინდელი მონაცემებით, წულუკიანი ნაღდი ფულის სახით ფლობს 6 ათას აშშ დოლარს, სახელფასო ბარათზე აქვს 3 ათას 779 ლარი კრედიტი და 801 ევრო კრედიტი ფრანგულ საბანკო ანგარიშზე.2011 წელს მინისტრმა გაყიდა ავტომობილი, რისთვისაც მიიღო თანხა 6 ათასი აშშ დოლარი.

0
162
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0