x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რამდენ მილიონს ფლობს კახა კალაძე და რამდენი მანქანა ჰყავს მას

image საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, თავისი ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 21 დეკემბერს შეავსო. კახა კალაძე დაიბადა 1978 წლის 27 თებერვალს სამტრედიაში. მისი მეუღლე ანა არეშიძე დაიბადა 1989 წლის 7 იანვარს. წყვილს ჰყავს ორი შვილი. ლევანი და კახაბერი. დეკლარაციაში ასევე მითითებულია კახა კალაძის დედ-მამის: კარლო კალაძის და მედეა შენგელიას შესახებ. ახლა რაც შეეხება უძრავ ქონებას.კახა კალაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომლის ფართობი 364 კვ. მ-ს შეადგენს. მას ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში. კახა კალაძის საკუთრებაშია 2 საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში. კახა კალაძე აგრეთვე ფლობს ბინას თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე, რომლის ფართობი 396 კვ. მეტრია. მას ეკუთვნის მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, რომლის ფართობი 2400 კვ.მ -ს შეადგენს. მასვე ეკუთვნის მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში, რომლის ფართობი 3030 კვ. მეტრია. კახა კალაძის საკუთრებაშია 2 მიწის ნაკვეთი დაბა წყნეთში, რომელთა ფართობი, შესაბამისად 1060 და 1058 კვ. მეტრია. კახა კალაძის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ნუცუბუძეზე, რომლის ფართობი 271 კვადრატულ მეტრს შეადგენს. კახა ასევე ფლობს ბინას კიევში, გამარჯვების გამზირზე, რომლის ფართობი 220 კვ.მ-ს შეადგენს. კიევში მას მეორე ბინაც აქვს, რომლის ფართობი 250 კვ.მ-ს შეადგენს. მასვე ეკუთვნის მიწის ნაკვეთი კიევში, რომლის ფართობი 3000 კვ. მეტრია.კახა კალაძე ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს აღმაშენებლის ხეივანში, რომლის ფართობი 3589 კვ. მეტრია.ახლა რაც შეეხება ავტომანქანათა სიას. მის საკუთრებაში 11 ავტომანქანა და 2 მოტოციკლეტი იმყოფება. მათ შორის ჰყავს ისეთი ძვირფასი მანქანები, როგორიცაა პორშე, ბენტლი და ლამბორჯინი. მედეა შენგელიას და კარლო კალაძეს ორ-ორი მანქანა ჰყავთ. კახა კალაძე ასევე ფლობს ლადო გუდიაშვილის და ელენე ახვლედიანის სამ-სამ ფერწერულ ტილოებს. დეკლარაციის მიხედვით ის ფლობს სს "კალა დეველოპმენტის" 13195775 ცალ აქციას, რომლის თითოეულის ფასი 1 ლარია. ახლა რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. "პროგრეს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე მას 70107 ლარი და 99937 დოლარი ერიცხებოდა. "ბანკი ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 9735 დოლარი ჰქონდა. იტალიის ბანკ "ინტეზა სან პაოლოს" მიმდინარე ანგარიშზე 4500000 ევრო და 2500000 დოლარი ერიცხებოდა. ბანკ "ფინანსურ ინიციატივაში" კი 1300000 დოლარი და 1750000 ევრო ერიცხებოდა. კახა კალაძე იყო საფეხბურთო კლუბ "ჯენოას ფეხბურთელი, სადაც ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ 2762000 ევრო შეადგინა. დეკლარაციის შევსების დროს, ანა არეშიძეს, ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 100000 ევროს ოდენობით.image

12
4554
20-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
4554
  
2013, 7 იანვარი, 17:55
მართლა თავისით იშოვა... დიდი სიმპათიებით არ ვარ ანწყობილი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს 2ჯერ ჩემპიონთა იგა მოიგო ... ეს კიდე ბევრ ლეგენდარულ ფეხბურთელს არ ღირსებია ... :) შეერგოს რა რაც აქვს .... შენ კი ნუკრი წარმატებები და კიდევ უფრო მეტის შოვნას გისურვებ
2013, 5 იანვარი, 0:11
tavisi oflitaakvs nashovi, sxvebivit sakartvelos biujetidan ar aughia, ufali sheewios mis ojaxs
2012, 25 დეკემბერი, 19:38
აუცილებლად.
2012, 25 დეკემბერი, 19:37
არაფრის. გაითვალისწინე ხოლმე
2012, 25 დეკემბერი, 19:35
მადლობა რჩევისთვის.
2012, 25 დეკემბერი, 19:31
შენ თუ არ გაინტერესებს, შეიძლება სხვას აინტერესებდეს. მე უბრალოდ ამ სტატიით ფულს ვაკეთებ, თორე სულ მკიდია ვის რამდენი აქვს
2012, 25 დეკემბერი, 19:28
არაფერი მაღელვებს. უბრალოდ არაფრის მომცემი ინფორმაციაა.. მე პირადად არ მაინტერესებს სხვისი ქონება. საქმე გააკეთა.და მაქვს უფლება დავწერო რაც მინდა.მგონი.
2012, 25 დეკემბერი, 19:15
უბრალოდ დავწერე და შენ რა გაღელვებს?
2012, 25 დეკემბერი, 19:12
მერე? რაში მაინტერესებს ამ ადამიანის ქონება?! მისია. შენთვის ხომ არ წაურთმევია?!
2012, 24 დეკემბერი, 22:07
გადაშენდეს აქედან :D:D:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10