x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანტიმატერია

ანტიმატერია ალბათ ბევრისთვის უცნობი გამონაკლისებისთვის კი ცნობილი ნივთიერებაა რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერებაა და მისი 1 გრამის ფასი შეადგენს 62, 5 ტრილიონ დოლარს
ცოტამ თუ იცის რომ ანტიმატერია ფანტაზია კი არა სრული რეალობაა და მისი არსებობა როგორც ფილოსოფიურად და თეორიულადა ისე ექსპერიმენტულადაა დამტკიცებული თანაც არაერთხელ ანტიმატერია ატომის ყველაზე მარტივი ფორმაა და შედგება ერთი პროტონისგან და ერთი ელექტრონისგან. დღეს მეცნიერები ვარაუდობენ რომ დიდ აფეთქებამდე ანტიმატერიის და მატერიის თანაბარი რაოდენოდა არსებობდა მაგრამ თანაფარდობა დაირღვა და მოხდა დიდი აფეთქება რისგანაც წარმოიქმნდა ყველაფერი მათ შორის დედამიწაც და ჩვენს,

მეცნიერებმა პირველი ანტიმატერიის ატომები ”გამოიჭირეს”, ეს ის გარღვევაა, რომელიც ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინებს სამყაროს წარმოშობას და ბუნებასვ. CERN ის მკვლევარებმა, ჟენევაში მდებარე ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორიაში, სულ რამოდენიმე ანტიწყალბადის ატომები შეაგროვეს, მაგნიტის ”ხაფანგში”.
ეს საშუალებას მისცემს მათ, უფრო დეტალური კვლევა ჩაუტარონ ანტიწყალბადს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელს გახდის ანტიმატერიის და მატერიის შედარებას. ანტიმატერიის ბუნების გაგება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მეცნიერებისთვის, უმეტესობა თეორიტიკოსი ფიზიკოსებისა და კოსმოლოგებისა ემხრობა ”დიდი აფეთქების” თეორიას და როდესაც სამყარო შეიქმნა, მატერია და ანტიმატერია თანაბარი რაოდენობით წარმოიშვა. თუმცა, ჩვენი სამყარო მატერიითაა შექმნილი და ანტიმატერია, როგორც ჩანს - გაქრა. ანტიმატერიის შესწავლამ, შესაძლოა ნათელი გახადოს, რატომ არის სამყაროში ყველაფერი შექმნილი მატერიისგან. ანტიმატერია ძალიან ძნელი ”მოსაპოვებელია” რადგან მატერია და ანტიმატერია, ერთად ვერ ”ძლებენ” და ერთმანეთს ანადგურებენ, დიდი ენერგიის გამოყოფით - როგორც კი ერთმანეთთან კონტაქტში მოდიან. ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ დიდი რაოდენობით ანტიმატერია შეერწყმება მატერიას მოხდება დიდი აფეთქება
ანტიმატერიადღევანდელ ექსპერიმენტში, 2002 მეცნიერი CERN ში შეიკრიბა და მათ დიდი რაოდენობით წარმოშვეს ანტიწყალბადის ატომები, თუმცა მათ ძალიან ცოტა ხანი გაძლეს, სულ რამოდენიმე მილისეკუნდი, იმიტომ რომ კონტეინერის კედლებთან მოვიდნენ კონტაქტში და ერთმანეთი გაანადგურეს.
ბოლო ექსპერიმენტში კი, ისინი სპეციალურ მაგნიტურ ველში მოათავსეს და ამით უზრუნველყვეს, რომ ანტიმატერია მატერიასთან კავშირში არ მოსულიყო. სულ მკვლევარებმა 38 ცალი ანტიწყალბადის ატომი შექმნეს და მეათედი წამი გააჩერეს, რაც საკმარისია მათ შესასწავლად, აცხადებს პროფესორი ჯეფრი ჰენგსთი, ერთ-ერთი CERN ის მეცნიერი, რომელიც ამ პროგრამაზე მუშაობდა.
ჰენგსთმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს მაგნიტური ველი, რომელიც ძლიერი იყო ”ხაფანგის” კედლებთან და ეცემოდა მინიმუმამდე მის ცენტრში. რამაც გამოიწვია ის, რომ ატომები ვაკუუმის ცენტრში მოგროვდნენ. ”უფრო დიდხანსაც შეგვეძლო ისინი შეგვენარჩუნებინა... უბრალოდ სავსე ვარ სიხარულით და შვებით, ჩვენ 5 წელი დაგვჭირდა რომ აქამდე მოვსულიყავით, ეს დიდი და მნიშვნელოვანი თარიღია” - განუცხადა ჰენგსთმა სიენენს. იმისთვის რომ სულ 38 ატომი მოეგროვებინათ, მეცნიერებს ექსპერიმენტის 335 ჯერ გამეორებამ მოუწიათ. ჰენგსთმა დაამატა: -”ეს იყო ათი ათასჯერ უფრო ძნელი, ვიდრე ”ხაფანგის” გარეშე ანტიწყალბადის ატომების შექმნა”. ”ეს ექსპერიმენტი დაგვეხმარება გავიგოთ სივრცის და დროის სტრუქტურა, ბუნებამ რატომღაც გააუქმა ანტიმატერია, მიზეზი კი ჯერ არავინ იცის, ეს შთაგვაგონებს უფრო მეტი ვიმუშაოთ და ვნახოთ, რა საიდუმლოს ატარებს ანტიმატერია” მალკომ ლონგეირი, ბუნების ფილოსოფიის პროფესორი - კემბრიჯის უნივერსიტეტში აცხადებს, რომ CERN ის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ”დიდი აფეთქების პერიოდში, ჩვენ ვთვლით რომ ტემპერატურები ძალიან ძალიან მაღალი იყო და თეორიაში გასაგებია, რატომაც გაქრა ანტიმატერია, მაგრამ არ არსებობს ფიზიკური თეორია მის გასამყარებლად”
მოსაზრება ანტიმატერიის შესაძლო არსებობაზე, პირველად 1931 წელს, ბრიტანელმა ფიზიკოსმა პაულ დირაკმა წამოაყენა, ის თვლიდა რომ ანტიმატერია იგივე მატერიაა, უბრალოდ - პირიქით. CERN ის შემდეგი ამბიციაა, ანტიმატერიის მთელი სხივის შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ბევრი გაიგონ ანსაიდუმლოს შესახებ
ანტიმატერია

2
1480
12-ს მოსწონს
ავტორი:chekhe
chekhe
1480
  
2012, 30 დეკემბერი, 3:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 28 დეკემბერი, 23:21
ყველაფერს გაფიცებ ამდენი რაღაცის დაწერა არ დაგეზარა? ;დ
0 1 2