x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სუპი გოგრით
imageმასალად საჭიროა:

ბრინჯი – 150გრ

რძე – 10ჩ/ჭ

წყალი – 3ჩ/ჭ


კარაქი – 2სუფრის კოვზი

გოგრა – 800გრ

მარილი და დარიჩინი – გემოვნების მიხედვით

150გრ დარჩეულ და კარგად გარეცხილ ბრინჯს დავასხათ 3ჩაის ჭიქა წყალი. მივუმატოთ 50გრ კარაქი და ვადუღოთ 5-7წუთი. შემდეგ დავასხათ 10ჩაის ჭიქა რძე და განვაგრძოთ დუღება ნელ ცეცხლზე, სანამ ბრინჯი მოიხარშებოდეს. 500გრ გოგრა მოვხარშოთ ცალკე ჭურჭელში, დავსრისოთ და გავატაროთ ფლავსაწურში. შემდეგ შევუერთოთ სუპს და ცოტა დარიჩინი მივუმატოთ. გემოვნების მიხედვით შევანელოთ მარილით.

0
207
3-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0