x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ალბათობის თეორია.

image


















- ალბათობის თეორია დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.ხვალ შეიძლება ჯეკპოტი მოვიგოთ ან შესაზლებელია უბედურება შეგვემთხვეს.დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა იქნება მომავალში, მაგრამ ყველა არსებული ინფორმაციით, შეგვიძლია მოვლენების ალბათობა გამოვთვალოთ.
- როდესაც მონეტას ვაგდებთ, ვამბობთ, რომ ალბათობა, თუ რომელ მხარეზე დავარდება იგი 50-50-ზეა.ეს იმას ნისნავს, რომ მონეტა შესაძლოა 50-ჯერ წინა მხარეს დავარდეს და 50-ჯერ უკანაზე.ეს არასწორი მსჯელობაა, რადგანაც ალბათობა, ანუ შესაძლებლობა ასეთი შემთხვევისა სხვადასხვაგვარია.მონეტის წინა და უკანა მხარეს თითოეულს 100-იდან 50 შანსი აქვს.ეს შესაძლოა გამოისახოს სხვანაირადაც, ანუ ალბათობის 50%, 0, 5, ერთი ორში, ან 1/2.
image
- რულეტი პოპულარული თამაშია კაზინოებში.დანომრილი ბორბლის მოძრაობის დროს მოთამაშეს შეუძლია სანაძლეო დადოს, თუ სად გაჩერდება ბურთი.ამასთანავე, ერთ რიცხვზე სანაძლეოსთან ერთად, რომლის კუშია 35/1, მოთამაშეს შეუძლია რიცხვების დაჯგუფებაც.

image

- იპოდრომის ბუქმეიკერები დაფაზე აღნიშნავენ დაწესებულ კუშებს.გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსის მქონე ცხენის კუში ყველაზე დიდია, რაც ბევრ ადამიანს აცდუნებს.მაგალითად, ბრაუნ ტრიკსის კუშია 300/1, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მასზე დადებულ ყოველ 1 ფუნტზე აიღებენ 300 ფუნტს.ბუქმეიკერი გამარჯვებულ მოთამაშეს მოგებული თანხის 85%-ს აძლევს, დანარჩენი 15% კი მისი შემოსავალია.
image
- ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთდროულად ორ მონეტას ვაგდებთ.
შედეგად, შესაძლოა ორი წინა მხარეზე დავარდეს, ხოლო ორი უკანაზე, ან თითო-თითოდ.ასე რომ, ასეთი

შედეგების შანსები 1/3, და მაინც, ორი მონეტის 100-ჯერ აგდებისას, ნახავთ, რომ ორი წინა მხარე, დაახლოებით, 25-ჯერ ამოვა, ხოლო ორი უკანა მხარეც, დაახლოებით, 25-ჯერ.ერთი წინა და ერთი უკანა მხარის კომბინაცია, დაახლოებით 50 ჯერ.ასე, რომ შანსები
25/100, ანუ 1/4 ორი წინა მხარისთვის, ანალოგიურად უკანა მხარისთვისაც, ხოლო დაახლოებით 50/100, ანუ 1/2 ერთი წინა და ერთი უკანა მხარისთვის.რატომ უნდა ხდებოდეს ასე?!
- პასუხს ადვილად გავიგებთ, თუ ავიღებთ ერთ სპილენძის და ერთ ვერცხლის მონეტას.ერთი წინა მხარის და ერთი უკანა მხარის კომბინაცია გამოვა ორი გზით: სპლიენძი წინა მხარეა, ვერცხლი კი მეორე, ან ვერცხლი წინა და სპილენძი უკანა.ასე რომ, სამის ნაცვლად ოთხი შესაძლო შედეგი გამოვა.ორი მათგანი იქნება წინა და უკანა მხარეები, ხოლო მხოლოდ ერთი შედეგი მოგვცემს - ორ უკანა მხარეს.შესაძლებლობა ამ შემთხვევაში არის 2/1 ორი წინა მხარის წინააღმდეგ, 2/1 ორი უკანა მხარის წინააღმდეგ და თანაბარია იმ შემთხვევაში თუ იქნება ერთი წინა და ერთი უკანა მხარე.

2
1394
10-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
1394
  
2012, 22 დეკემბერი, 19:04
36/1
2012, 22 დეკემბერი, 16:03
კარგია!
0 1 2