x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ოშო რაჯნიში - ცხოვრების ჭეშმარიტება
imageოშო რაჯნიში ( ბჰაგვან შრი რაჯნიში ) დაიბადა ინდოეთში 1931 წლის 11 დეკემბერს . 14 წლის ასაკიდან ოშო უკვე იწყებს მედიტაციებს და ცხოვრების არსის ძიებას. მან 21 წლის ასაკში მიაღწია ადამიანური ცნობიერების უმაღლეს მწვერვალს და ეზიარა ჭეშმარიტებას .

1957 წელს მიიღო ფილოსოფიის მაგისტრის წოდება რაიპურის სანკრიტ კოლეჯში და შემდეგ ჯიბალპურის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა პროფესორის თანამდებობაზე .

1966 წლის მიატოვა უნივერსიტეტი და მთელი დარჩენილი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას .

1968 წელს ოშო ქალაქ ბუმბაიში (ბომბეი) აარსებს “მედატაციურ ბანაკს”, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი მეგობრები აარსებენ ფონდს, სადაც ხდება შემოწირულობების შეგროვება. ოშოს გარშემო ბევრი ინტელექტუალური ადამიანი იყო (სხვა და სხვა ეზოთერული მოძღვრების მიმდევარი, ასევე მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები – ბევრმა მათგანმა შემდგომში ოშოსთან მიღებული იმპულსი საკუთარ შემოქმედებაში გამოიყენა, მაგალითად, ცნობილი გერმანელი მუსიკოსი კარუნეში), რამაც ხელი შეუწყო მისი მოძღვრების ინდოეთის ფარგლებს გარეთ სწრაფად გავრცელებას (ამერიკა, ევროპა, იაპონია და ა. შ.).


1974 წლის დაარსა პუნაში დაარსა აშრამი, სადაც მის ყოველდღიურ ლექციებს ესწრებოდნენ მსოფლიოს ყოველი კუთხიდან . მან ჩამოაყალიბა თერაპიული ჯგუფები, რომლის მოქმედებაში ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს მედიტაციის აღმოსავლური გაგება და დასავლური ფსიქოთერაპია .

იგი ერთდროულად იყო მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, სწავლული, გურუ, რელიგიური მოღვაწე, მილიონერი, “ადამიანი-სკანდალი” და პერსონა ნონ-გრატა .

1980 წელს ოშოს ლექციის კითხვისას თავს ფანატიკოსი ინდუისტი დაესხა და დანით დაჭრა. 1981 წელს ოშო ოპერაციისთვის აშშ-ში გადააფრინეს. ამავე პერიოდში ორეგონში ოშოს მიდევრებმა იყიდეს მიწა, სადაც დააარსეს აშრამი. ამ ადგილას ოშოს მიმდევრებმა დასახლება დაიწყეს და ძალიან მალე აქ ქალაქის ტიპის დასახლება (კომუნა) გაჩნდა.

ამერიკის ხელისუფლება საგონებელში ჩავარდა. მითუმეტეს, რომ 1985 წელს ოშო საკუთარმა პირადმა მდივანმა დატოვა და ამის გამო ამ კომუნაში მთელი რიგი არაკანონიერი საქმიანობები გამჟღავნდა . ოშო დააპატიმრეს და ამერიკიდან გააძევეს. ის იძულებული გახდა წასულიყო ნეპალში და აქედან იწყება მისი იძულებითი მოგზაურობები, რადგან მისი მიღება არცერთ ქვეყანას არ სურდა: ნეპალი-საბერძნეთი-ინდოეთი–შვეიცარია-შვედეთი-ინგლისი-ირლანდია-ურუგვაი-იამაიკა-ეპანეთი-პორტუგალია (მას თუნდაც რამდენიმე საათით მიღებაზე მიღებაზე უთხრა რამდენიმე ქვეყანამ). ამ ქვეყნებში ოშომ დაჰყო რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.

მას აეროპორტში ხვდებოდა პოლიცია და თვითმფრინავის ბილეთი, სადაც მას სხვა ქვეყანაში უხდებოდა გაფრენა. მთლიანობაში დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ოშომ გამოიცვალა თერთმეტი ქვეყანა, ხოლო ათმა საერთოდ უარი უთხრა მიღებაზე.

ოშო იძულებული გახდა ისევ ინდოეთში (პუნაში დაბრუნებულიყო. 1987 წელს ფანატიკოსმა ინდუსმა ოშო დანით დაჭრა (ეს იყო იგივე პიროვნება, რომელმაც 1980 წელს ოშოს დანა დაარტყა). მის სახლს დღედაღამ პოლიცია იცავდა. ხოლო პუნაში ისევ ახლიდან დაიწყო ოშოს მიმდევრების დასახლება. ოშო 1990 წლის 19 იანვარს, ქალაქ პუნაში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.


ოშოს მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია(პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა. მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის.

სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები.

რაჯნიშის საუბრები ეხება კაცობრიობის ყველა ძირითად რელიგიურ ტრადიციას . იგი არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული რელიგიის მიმდევარი .

ოშო რაჯნიში იყო კაცობრიობის ერთ-ერთი იმ ჭეშმარიტ სულიერ მასწავლებელთაგანი, რომელნიც ცდილობდნენ დარღვეულიყო საუკუნებრივი ზღვარი დასავლურ და აღმოსავლურ აზროვნებას შორის . ოშოს მოსაზრებები "მდოგვის მარცვალი"- დან :

ადამიანი დაბადებულია, რათა მიაღწიოს ცხოვრებას და გააკეთებს ის ამას თუ არა – დამოკიდებულია მასზე.
მან შეიძლება ხელიდან გაუშვას ის. მას შეუძლია ისუნთქოს, ჭამოს, გააგრძელოს დაბერება, მას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა სამარისკენ – მაგრამ ეს არ არის ცხოვრება. ეს თანდათანობითი სიკვდილია დაწყებული აკვნით და დამთავრებული სამარით, სამოცდაათწლიანი თანდათანობითი სიკვდილი.
ისე როგორც მილიონობით ადამიანი თქვენს გარშემო კვდება ამ ნელი თანდათანობითი სიკვდილით, თქვენც იწყებთ მათ მიბაძვას. ბავშვები სწავლობენ ყველაფერს მათგან, ვინც არიან მათ გარშემო, ჩვენ კი გარემოცულნი ვართ მკვდრებით.
ამიტომ, პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიგოთ, რასაც მე ვგულისხმობ სიტყვის ქვეშ “ცხოვრება”.
ის უნდა იყოს არა უბრალოდ ცდა. ის უნდა იყოს ზრდა. ეს კი ორი განსხვავებული საგანია. ყოველ ცხოველს შეუძლია დაბერება, ზრდა ეს ადამიანური არსებების პრეროგატივაა. და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი იყენებს ამ საშუალებას. ზრდა ეს ხდება გამუდმებით, უფრო მეტად ღრმად ჩასვლაა ცხოვრების დინებაში, ეს არის სიკვდილისაგან უფრო მეტად შორს წასვლა – ეს არ არის მოძრაობა სიკვდილისკენ. რაც მეტად შედიხართ ცხოვრებაში, მით მეტად აღწევთ უკვდავებას თქვენს შიგნით – თქვენ შორდებით სიკვდილს.

დგება მომენტი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ სიკვდილი სხვა არაფერია, გარდა ტანისამოსის გამოცვლა, სახლის გამოცვლა, ფორმების გამოცვლა – არაფერი არ კვდება, არაფერს არ შეუძლია მოკვდეს.

პირველი ნაბიჯი ცხოვრების ხელოვნებაში იქნება განსაზღვრა უცოდინრობის და უცოდველობის. უცოდველობა საჭიროებს მხარდაჭერას, დაცვას – რადგან ბავშვს თან მოაქვს უდიდესი განძი, ის განძი, რომელსაც ბრძენები იძენენ დასახული ძალისხმევის შედეგად. ბრძენები ამბობენ, რომ ისინი კვლავ ბავშვები გახდნენ, რომ ახლიდან დაიბადნენ.
ინდოეთში ჭეშმარიტი ბრამინი, ჭეშმარიტი მცოდნე, თავის თავს ეძახის “დვიდჟემს”- ორჯერ დაბადებულს. რატომ ორჯერ დაბადებულს? რა მოხდა პირველი დაბადებით? რა საჭიროებაა მეორე დაბადებაში? და რის მიღებას აპირებენ მეორე დაბადებით? მეორედ დაბადებაში ის მიიღებს მას, რაც იყო მისაწვდომი პირველში, მაგრამ იყო დანგრეული, გატეხილი საზოგადოებისაგან, მშობლებისაგან, გარემომცველი ხალხისაგან.
ბავშვი არ არის შევსებული ცოდნით. მისი უბრალოება უნდა იყოს როგორღაც აღმოფხვრილი, რადგან უბრალოება ვერ დაეხმარება მას ამ ცხოვრების კონკურენციაში. ამის გამო ის საზოგადოების თვალში გამოჩნდება მიამიტურად. მისი უცოდველობა გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებელი საშუალებით.

მედიტაცია მოგიტანთ მგრძნობიარობას, უდიდეს გრძნობას სამყაროსადმი კუთვნილებისა. ეს ჩვენი სამყაროა – ვარსკვლავები ჩვენია, ჩვენ აქ არა ვართ უცხოები. დაბადებიდანვე ვეკუთვნით არსებობას. ჩვენ ვართ მისი ნაწილი, მისი გული.
მეორე, მედიტაცია მოგიტანთ უდიდეს სიჩუმეს, – რადგან მოცულებული იქნება ნაგავი მთელი ცოდნისა. აზრები, რომლებიც ცოდნის ნაწილს წარმოადგენენ, ისინიც წავიდნენ… დიდი სიჩუმე, თქვენ განცვიფრებული ხართ. სწორედ ეს სიჩუმეა ერთადერთი არსებული მუსიკა.
ნებისმიერი მუსიკა – ესაა მცდელობა რომელთა საშუალებით იქნას რეალიზებული სიჩუმე. ძველი აღმოსავლეთის ბრძენები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ყველა დიდ ხელოვნებას – მუსიკას, პოეზიას, ცეკვას, ფერწერას, სკულპტურას – რადგან ყველაფერი ეს გაჩნდა მედიტაციისგან. ისინი – მცდელობაა ნებისმიერი საშუალებით იქნას მოყვანილი შეუცნობად სამყაროში – შეცნობადი, იმათთვის, ვინც არ არიან მზად მოგზაურობისთვის – უბრალოდ საჩუქარია იმათთვის, ვინც არ არიან მზად გაეგმზავრონ მოგზაურობაში.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საზოგადოება გაძლევთ კომპენსაციას მაშინ, როდესაც გრძნობს, რომ ჩახშობილმა ნაწილმა შეიძლება იფეთქოს და შექმნას საშიში სიტუაცია. საზოგადოება პოულობს რაღაც საშუალებას დააღწიოს თავი ჩახშობილ ნაწილს, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტი ზეიმი, იგი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი .

ადამიანი დაბადებულია, რათა მიაღწიოს ცხოვრებას და გააკეთებს ის ამას თუ არა – დამოკიდებულია მასზე.
მან შეიძლება ხელიდან გაუშვას ის. მას შეუძლია ისუნთქოს, ჭამოს, გააგრძელოს დაბერება, მას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა სამარისკენ – მაგრამ ეს არ არის ცხოვრება. ეს თანდათანობითი სიკვდილია დაწყებული აკვნით და დამთავრებული სამარით, სამოცდაათწლიანი თანდათანობითი სიკვდილი.
ისე როგორც მილიონობით ადამიანი თქვენს გარშემო კვდება ამ ნელი თანდათანობითი სიკვდილით, თქვენც იწყებთ მათ მიბაძვას. ბავშვები სწავლობენ ყველაფერს მათგან, ვინც არიან მათ გარშემო, ჩვენ კი გარემოცულნი ვართ მკვდრებით.
ამიტომ, პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიგოთ, რასაც მე ვგულისხმობ სიტყვის ქვეშ “ცხოვრება”.

1
1487
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:katusia
katusia
1487
  
2012, 20 დეკემბერი, 13:24
ერთი პატარა, თუმცაღა მნიშვნელოვანი დეტალი - ოშო გინესის რეკორდების წიგნში იყო შეტანილი როგორც ... როლს-როისების ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელი.

განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე ასეთი ამბები, რომლებიც ცხადად ადასტურებენ სულიერ მოძღვართა ადამიანურ მხარეს..
0 1 1