x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი ბავშვი (ვიდეო)

imageსუმან ხათუნი - 6 წლის გოგონა დასავლეთ ბენგალიიდან 91 კგ-ს იწონის და მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიან ბავშვად ითვლება. ერთი წლის წინ მის სხეულის მასა 75 კგ-ს შეადგენდა. როგორც ექმიები ამბობენ, ბავშვის წონა რაიმე დარღვევით არ გამოიხატება და ეს ძალია ბევრი საკვების მიღების ბრალია. მეცნიერები იმაზე მუშაობენ თუ რატომ ითხოვს 6 წლის ბავშვის ორგანიზმი ამდენ საკვებს. image სუმანი ღარიბ ოჯახში ცხოვრობს, ამიტომაც მამის მიერ ფიზიკური დატვირთვით მიღებული ფინანსური ანაზღაურება თითქმის მთლიანად გოგონას გამოკვებას ხმარდება. სუმან ხათუნის წონა აქვს ცნობილ ინგლისელ რაგბის მოთამაშეს ჯონ ვილკისონს. სუმანი არ არის აქტიური გოგონა. სანამ ამ წონამდე მივიდოდა არც მანამდე იყო აქტიური. როდესაც ბავშვები ეზოში დარბოდნენ ის სახლში გორაობდა და თან საკვებს მიირთმევდა. მისი 32 წლის დედა ბეილ ბიბი, თავისი შვილის წონაში თავის თავს ადანაშაულებს, რადგან როდესაც ხედავდა რომ ზედმეტ საკვებს იღებდა არ უშლიდა. მისი თქმით რთულია ბავშვს საკვები უნდოდეს და შენ არ მიაწოდო. დედა გამოტყდა, რონ როცა სუმანი წელიწადზე მეტის გახდა და რძის გარდა, სხვა საკვების მიღება უკვე შეეძლო, მას მაინც რძეს ასმევდნენ და მასში გადამუშავებულ ხორბალს ურევდნენ, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩენილიყო. მაშინ ოჯახი კიდევ უფრო ხელმოკლედ ცხოვრობდა, რძე კი საკმაოდ ძვირი ღირდა და სხვა პროდუქტებისთვის ფული აღარ რჩებოდათ.

1
199
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
199
  
2012, 24 დეკემბერი, 12:01
შემეცოდა:(
0 1 1