x
image
აბრაგი
ანეკდოტები 3
imageკახელმა ცოლი მოიყვანა და ვირმა ვენები გადაიჭრა




ქუთისელმა ომის ვეტერანმა ბუფეტში ლუდი მოითხოვა.
-რაია ბუჯო, ე ამჟვებული პივა, ეგი მეკუთვნის ომის ვეტერან კაცს?!
-შემეგეშვათ აბა ბიძია გერმანელები და დაგალევინებდნენ ბავარიულ პივას



ტიპი მოიყვანს ცოლს და წავა ბებიასთან სოფელში. შეიკეტებიან ოთახში. მესამე დღეს ბებია დაუკაკუნებს კარებზე და ეტყვის: შვილებო არ დაიხოცეთ მაგ სასისკის ჭამით? ფანჯრიდან მაინც ნუ ყრით პარკებს, დეიხრჩო ინდაურიო




კაცმა თუთიყუში იყიდა, სახლში მიიყვანა, გალიაში ჩასვა და ფანჯრის რაფაზე შემოდგა. მეორე დღეს გაიარა პოლიციელმა. თუთიყუშმა დაინახა თუ არა დაუძახა:
– გათახსირებულო ძაღლო!
პოლიციელი პატრონთან მივიდა და დააჯარიმა. იგივე განმეორდა რამდენჯერმე. პატრონს ამდენი ჯარიმის გადახდა მობეზრდა და თუთიყუში მეზობლად მცხოვრებ ღვთისმსახურს მიაბარა. ერთი კვირის შემდეგ, პოლიციელმა ფანჯარას ჩაურა, მაგრამ თუთიყუშმა ხმა არ ამოიღო. პოლიციელმა რამდენჯერმე ჩაუარა ფანჯარას, მაგრამ თუთიყუშმა ყურადღება არ მიაქცია. ბოლოს პოლიციელი მივიდა და ეუბნება:
– რა, ვეღარ მცნობ? ეს ხომ მე ვარ, გათახსირებული ძაღლი.
– გვიან ინანიებ, შვილო ჩემო, – უპასუხა თუთიყუშმა.





მკითხავმა დაჟინებით შეათვალიერა ახალგაზრდა გოგონა.
– თქვენს ცხოვრებაში დაახლოებით ექვს თვეში შავთვალწარბა ყმაწვილი გაჩნდება.
– გარეგნობას ხომ ვერ ამიწერთ? – შეევედრა გოგო.
– გარეგნობას – ვერა, მაგრამ წონას გეტყვი: ასე, ორნახევარი–სამი კილოგრამი…

0
33
5-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0