x
შიში ანუ ფობია
2012, 18 დეკემბერი, 1:07

შიში ანუ ფობია image

ფობია ბერძნული სიტყვაა. წარმოადგენს რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა და ადამიანის მიმართ ძლიერ, პანიკურ შიშს. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება.

ფსიქოლოგების და ფსიქიატრების უმეტესობა ფობიების დიდ ნაწილს სამ კატეგორიად ყოფს:
სოციოფობიები — შიშები, რომლებიც სხვა ადამიანს ან სოციალურ სიტუაციებს მოიცავენ, მაგალითად სცენაზე გამოსვლის შიში, ან სხვების მზერის შიში — მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილას ჭამა. სოციოფობიები თავის მხრივ, ასე იყოფიან:
ძირითადი სოციოფობია, აგრეთვე ცნობილი როგორც საზოგადოების შიშით გამოწვეული დარღვევა, და
სპეციფიკური სოციოფობია, რომელისადმი შიშიც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ფიზიკური პრობლემები ფსიქოსომატური გამოვლინებებითაც. მაგალითად, მას, ვისაც საზოგადოებრივ ადგილებში მოშარდვის შიში აწუხებს, არ შეუძლია მოშარდვა ისეთ ადგილას, სადაც ის სრულიად განმარტოებით არ იქნება.
სპეციფიკური ფობიები — შიში, რომელიც ერთი კონკრეტული გამაღიზიანებლითაა გამოწვეული — მაგალითად, ობობა, ძაღლი, ლიფტი, ფრენა, დაავადება და ა. შ.
აგორაფობია — სახლის ან ნაცნობი „უსაფრთხო“ ადგილის დატოვების შიში. აგორაფობია ერთადერთია, რომელიც რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს.

1)აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
2) ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
3)აკაროფობია — ფხანის შიში.
4) აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
5)ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ .
6)ალეკტოროფობია — ქათმების შიში
7) ალლიუმფობია — ნივრის შიში
8) ამბულოფობია — სიარულის შიში
9)ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში
10) ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში
11) ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ .
12) ანთროფობია — ყვავილების შიში.
13) ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში
14) არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ .
15) ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში. მცირე დოზით ყველას გვჭირდება.
16) ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
17) ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში.
18) აუროფობია — ოქროს შიში
19) აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში
20)აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ.
21)ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი.
22)გამოფობია — დაქორწინების შიში.
23)გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი.
24)გინოფობია — შიში ქალების მიმართ.
25)გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.
26)დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.
27)ელუროფობია — კატების შიში.
28)ემეტოფობია — პირღებინების შიში.
29)ენტომოფობია — მწერების შიში
30)ესოფობია — სახლში ყოფნის შიში.
31)კიბერფობია — კომპიუტერების შიში.
32)კინოფობია — ძაღლების შიში.
33) კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა.
34) კლიმაკოფობია — კიბეებზე ასვლის შიში
35)ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში.
36) მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში.
37)მელანოფობია — შავი ფერის შიში.
38)მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში
39)ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.
40)კაინოფობია — სიახლის შიში.
41)ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში.
42)ობესოფობია — წონაში მომატების შიში.
43)ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში.
44)პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
45)პენტერაფობია — სიდედრის შიში.
46)სელენოფობია — მთვარის შიში.
47)სკოპოფობია, სკოპტოფობია — შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.
48)სომნიფობია — ძილის შიში.
49)სქოლიოფობია — სკოლის შიში.
50)ტრიპანოფობია, აიხომოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია — შიში ნემსის, ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ.
51)ფილოფობია — სიყვარულის შიში.
52)ფობოფობია – ფობიების შიში.
53)ფოტოფობია — სინათლის შიში.
54)ქიონოფობია — თოვლის შიში.
55)ქიროპტოფობია — ღამურების შიში.
56)ქრომოფობია — ფერების შიში.
57)ცატოპტროფობია — სარკის შიში.
58)ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ.
59)ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში.
60) ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია (ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია) — შიში რიცხვ 666–ის მიმართ.
61)ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში.

არის თუ არა ამ ჩამონათვალში თქვეში არსებული შიში?

469
8-ს მოსწონს
14
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
   ქართული კლავიატურა
2012, 18 დეკემბერი, 16:42
არაქნოფობია და ნიქტოფობია მჭირს :((
2012, 18 დეკემბერი, 10:25
ფობია ბერძნული სიტყვაა. წარმოადგენს რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა და ადამიანის მიმართ ძლიერ, პანიკურ შიშს
2012, 18 დეკემბერი, 1:46
არაფრის არ მეშინიას ფობიას რა ქვია ხომ ვერ მეტყვით?
0 1 3
მიჯაჭვულობამიჯაჭვულობა
მიჯაჭვულობა ძლიერი გრძნობითი კავშირია, რომელიც ადამიანებს მათთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანე...
ალბერტ აინშტაინის 5 ოქროს გაკვეთილიალბერტ აინშტაინის 5 ოქროს გაკვეთილი
ჩემი მთელი ცხოვრება და ფიქრი დავუკავშირე ადამიანებს, მათ სიცოცხლეს და სიკვდ...
რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელებირატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები
დღეს ფართოდ მოვიხმართ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგეტიკულ სასმელებს,...
მანდარინის კანის უნიკალური სამკურნალო თვისებებიმანდარინის კანის უნიკალური სამკურნალო თვისებები
ვის არ უყვარს მანდარინი? ალბათ ასეთი ხალხი ძალიან ცოტაა. ხშირად...
ხახვის სასარგებლო თვისებებიხახვის სასარგებლო თვისებები
ხახვი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები მსოფლიოში. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ...
რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წელს გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ჯანმრთელო...
ეს ხრიკი სირბილს 6-ჯერ უფრო ეფექტურს ხდისეს ხრიკი სირბილს 6-ჯერ უფრო ეფექტურს ხდის
ეს რა არის? მხოლოდ და მხოლოდ უკუღმა სირბილი. ეს ძალიან საინტერე...
კარტოფილი უამრავ დაავადებას შველისკარტოფილი უამრავ დაავადებას შველის
ყოველდღიურ მენიუში კარტოფილის ჩართვით ორგანიზმს აუცილებელი, შეუცვლელი ამი...
რა საკვები ამაღლებს გონების ,,ხარისხს''რა საკვები ამაღლებს გონების ,,ხარისხს''
ადამიანის ტვინი სასარგებლო ნივთიერებების მიწოდებას ითხოვს. არასწორად ...
ამ მარტივი მეთოდით სამუდამოდ დაივიწყებთ წელის ტკივილსამ მარტივი მეთოდით სამუდამოდ დაივიწყებთ წელის ტკივილს
თუ კი თქვენ იტანჯებით მკვეთრი ტკივილებით ზურგისა და კისრი...
რატომ უნდა მივირთვათ გოგრის თესლი?რატომ უნდა მივირთვათ გოგრის თესლი?
გოგრის სეზონია და გადავწყვიტე მისი თესლის სასარგებლო თვისებებზე გავამახვილო ...
ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქინდერის კვერცხებიჯანმრთელობისთვის სახიფათო ქინდერის კვერცხები
ალბათ, ბევრმა თქვენთაგანმა არც კი იცის, თუ როგორ აფასოებენ ყველა...