x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ვინ არის პრეზიდენტზე მდიდარი (ქონებრივი დეკლარაცია)
imageთუ გადავხედავთ მხოლოდ სამი წლის მონაცემებს, მან სააკაშვილზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა აიღო. დიახ, ეს სიმართლეა და ეს ადამიანი ქვეყნის პირველი მოსამართლე-კონსტანტინე კუბლაშვილი ბრძანდებოდა.

ჩვენს ქვეყანაში რამდენად სამართლიანი და დამოუკიდებელი იყო სასამართლო, უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი. განაჩენი სასამართლოს ნაცვლად ზ. ადეიშვილის და ი. მერაბიშვილის სამინისტროებში გამოჰქონდათ.

საქართველო პატიმრების რაოდენობით ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ახლა ყველა დაკითხულს, ვისაც ნაციონალების შტაბთან მაინც ჩაუვლია პოლიტიკურის იარლიყი მიაკერეს, არადა, სულ ახლო წარსულში ციხეები პოლიტიკური პატიმრებით აავსეს. სასაცილოა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს პირველი მოსამართლე "დამსახურებულ" ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს და რაღა თქმა უნდა-ბიუჯეტიდან.

2008-2010 წლებში კონსტანტინე კუბლაშვილის სახელფასო ანაზღაურებამ 330 211, 45 ლარი შეადგინა, მაშინ როცა სააკაშვილის ხელფასმა(სამი წლის) 169 715 ლარს "ძლივს" მიაღწია.


2008 წელი - 79 944, 07 ლარი.

2009 წელი - 122 867, 38 ლარი.

2010 წელი - 127 400 ლარი.

უზენაეს სასამართლოში მუშაობის გარდა, ის კითხულობდა ლექციებს ორ უმაღლეს სასწავლებელში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც ორი წლის მანძილზე - 900, 1600 და 1800 ლარი მიიღო.

სამი წლის მანძილზე მისი ოჯახის ქონება ბანკის ანგარიშების მიხედვითაც იზრდებოდა. რაღა თქმა უნდა, როგორც თვითონ მისი, ისე მეუღლის და ქალიშვილის.

0
730
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
730
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0