x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
თქვენი აზრი მაინტერესებს.

დღესდღეობით ძალიან აქტუალური თემაა რელიგია და ძალიან ხშირად კამათობენ ამასთან დაკავშირებით .. ხალხის აზრი ორ ნაწილად იყოფა .. გარკვეული მათგანი ემხრობა იმ მოსაზრებას რომ მიუღებელია მათთვის რომ ჰქონდეთ ურთიეთობა განსხვავებული რელიგიის მქონე ხალხთან და ისინი ერიდებიან მათთან კონტაქტს .. მე მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს დემოკრატია და მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო რელიგიად აღიარებულია მართლმადიდებლობა ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ განსხვავებული აღმსარებლობის თაანამემამულეებს და არა მხოლოდ. რელიგია არის ყველაზე პირადული თემა და ვერავინ ვერავის აიძულებს შეიცვალოს რელიგია და თავისი აზრის წინააღმდეგ წავიდეს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინტერესებს თქვენი აზრი : ემხრობით თუ არა იმ ფაქტს რომ უნდა იყოს რაიმე აკრძალვები ან მსგავსი ქმედებები განსხვავებული აღმსარებლობის ხალხთან მიმართებაში.

6
36
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათუცი
ნათუცი
36
  
2012, 16 დეკემბერი, 21:55
რჩევა არა ___სწორად დაწერეთ სიტყვები__მართლწერაში გაქვთ შეცდომა და დაგბლოკავთ ვინმე...
2012, 16 დეკემბერი, 21:54
ეგ იმას ხო არ ნიშნევს რომ ჩვენზე აქტიურად იცავენ და ავრცელებენ თავიანთ რელიგიას ?! სხვების შეზღუდვას ხომ არ ჯობია თვითონ გავაქტიურდეთ... ?!
2012, 16 დეკემბერი, 21:54
მირჩიე რა დავაწერო )
2012, 16 დეკემბერი, 21:53
სათაური შეასწორეთ...
2012, 16 დეკემბერი, 21:52
განა ისე სუსტია ჩვენი რელიგია რომ რომ თავისთავში უნდა ჩაიკეტოს სხვაგვარად გაქრება ?! რა თქმა უნდა მიუღებელია ნებისმიერი შეზღუდვები სხვა აღმსარებლობისა, მით უმეტეს ასეთ მრავალეთნიკურ და მრავალ სარწმუნოებრივ ქვეყანაში.
2012, 16 დეკემბერი, 21:36
ჩემი აზრით ყველა სარწმუნოების ადამიანს პატივი უნდა ვცეთ და არ ვარ წინააღმდეგი რომ ისინი საქართველოში იყვნენ. მაგრამ მეჩეთებს და სინაგოგებს რომ ააშენებენ ქართულ მიწა-წყალზე ეგ არ მომწონს და კიდევ ის , იაღოველები რომ დადიან აქეთ იქით , თითქმის ყოველ კვირა ან მირეკავენ ან სახლში მოდიან და მაწუხებენ :X აი ეგეთი თავისუფლება არ უნდა ქონდეთ მაგათ : XX
0 1 6