x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
სიკვდილით დასჯა!



imageთავდაპირველად მინდა დავიწყო იმით, რომ დღეისათვის საქართველოში მკვლელობა იმდენად მძიმე ფორმებში ხორციელდება, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი სამართლიანობა აღადგინოს დამნაშავის სიკვდილით დასჯით.

ახლა ვეცდები მცირეოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ ზოგადად სასჯელსა და სიკვდილით დასჯაზე და შემდეგ იგი განვიხილო სამართლებრივი, საზოგადოებრივი და რელიგიური თვალსაზრისით.
სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით,
მხოლოდ სასამართლოს განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. ქართულ სამართალში სიკვდილით დასჯა, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთ-ერთ ზომად ჯერ კიდევ ფეოდალურ ხანაში გამოიყენებოდა. ფეოდალიზმის დროინდელმა ქართულმა სამართლის ძეგლებმა შემოინახა იმ დანაშაულთა ნუსხა და დასჯის მეთოდები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში დამნაშავის მიმართ იყენებდნენ ასეთი სახის სანქციებს . თამარ მეფის მეფობის
პერიოდში, როდესაც ქვეყანა იმყოფებოდა თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე, უარი
თქვა სასჯელის ამ ფორმაზე, მაგრამ მოგვიანებით, საბჭოთა იმპერიის ბატონობის პერიოდში
სიკვდილით დასჯა წარმოადგენდა ქვეყნისათვის „საშიში ადამიანებისგან“ გაწმენდის საშუალებას.
სინამდვილეში კი, ეს იყო თავდაცვა განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოებისგან, რომელთაც
შეეძლოთ აჯანყების მოწყობა. სასჯელის ისეთი ფორმა, როგორიც სიკვდილით დასჯაა, საქართველოში
1997 წლის 11 ნოემბერს გაუქმდა.

სიცოცხლის უფლება ადამიანის უმაღლესი უფლებაა, რომლის შელახვაც, არც კანონიერად შეიძლება და არც უკანონოდ. ჩვენი სისხლის სამართლის 39-ე მუხლში მოცემულია პოზიტიური სპეციალური პრევენციის მიზანი, რომელიც გულისხმობს,
რომ: „1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. 2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა
პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები
გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
3. სასჯელი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.“ სიკვდილით დასჯა დანაშაულს ვერ აღმოფხვრის, რადგანაც მოკვლა დროის ერთ მონაკვეთში შესრულდება და სხვისთვის კარგი მაგალით ვერ იქნება, პირიქით საზოგადოების აგრესიაც შეიძლება გამოიწვიოს.

აქვე უნდა აღინიშნოს საზოგადოების აზრიც, რომლის
ინტერესებზეც არის საუბარი თემის სათაურში. ვინაიდან, ყოველი ადამიანის აზრს ვერ დავაფიქსირებთ განციხილოთ დიდი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში,
რომელიც გამოხატულია მოთხრობაში „სარჩობელაზედ“: „ეგ უფრო კარგიც იქნება, თორემ მართლა კაცის ჩამორჩობა აბა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო; რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია... ე ხალხი რომ ასე ქეიფის გუნებაზეა, მიდის და მიყაყანებს მხიარულად! ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები ერთ ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ. რაც უნდა იყოს ღვთის-კერძო ადამიანია, კატა ხომ არ არი.“ ნათლად ჩანს, რომ როგორც კანონი ეწინააღმდეგება, ასევე საზოგადოებაც უარყოფით დამოკიდებულებაშია სასჯელის ამ ფორმასთად და კარგად ჩანს, რომ ერთი ადამიანის დასჯამ შესაძლოა სხვის აგრესია გამოიწვიოს: „მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ, თუ მტყუანი, — არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზე-ღა დაკიდებული. მშვიდობით!.. თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის.“
ზეცაში ნაკადულად მიედინებოდა პირველი მოკლულის, აბელის სისხლი და მწუხარებამ მოიცვა ყოველი. ყველაზე დიადმა მოსამართლემ, რომლის წინაშე სამართალი ყოველთვის ზეიმობს, სიკვდილით არ დასაჯა კაენი და მისთვის უმაღლეს სასჯელად დიდხანს სიცოცხლე მოუვლინა, რათა მარად ეტანჯა და ყოველთვის შეეწუხებინა ძმის მკვლელობაზე ფიქრს. ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის სიკვდილი გამოსავალია, მაგრამ მისთვის ნამდვილ სატანჯველს ის წარმოადგენს, რომ მთელი ცხოვრება ციხეში, ოთხ კედელში უნდა გაატაროს.
პრინციპიც ნაპოვნია და იგი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანი ცხოველი არ არის, რომ მისი სიცოცხლე, როგორი უფლებამოსილიც
არ უნდა იყოს ის, სხვამ გადაწყვიტოს, რადგანაც რელიგია კრძალავს მას და ვინაიდან ჩვენ ქრისტიანები გვქვია, უმაღლეს სასჯელად სამუდამო პატიმრობაც შეიძლება ვაკმაროთ მას.



6
8048
3-ს მოსწონს
ავტორი:ბ_ანი
ბ_ანი
8048
  
2017, 17 თებერვალი, 21:18
ამ სტატიის ავტორი ვინ არის თუ შეიძლება მითხარით
2015, 22 იანვარი, 18:28
მადლობა ავტორს ძალიან მაგარი თემაა აი ყოჩაღ რა მართლაც მაგარი თემაა და სრულიად გეთანხმები ?
2013, 8 მაისი, 12:18
ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვით
2013, 22 აპრილი, 16:14
გუშინ ვფიქრობდი ამ თემაზე და რამდენიმე ადმიანის აზრიც ვიკითხე... აღმოჩნდა, რომ უმეტესობა არ უჭერს მხარს სიკვდილით დასჯას და შემომთავაზეს ალტერნატიული სასჯელები... მაგალითად პედოფილებისთვის და მოძალადეებისთვის კასტრაცია, ინექციის დახმარებით.... ადამიანი რომელიც თავს დაესხმება მოხუცებულს და მანდილოსანს ის სამუდამოდ ერთ კაციან კამერაში უნდა გამოკეტო. განზრახ მკვლელობაში დამნაშავეს კი ჩემი აზრით მაინც სიკვდილით დასჯა მოუხდება... თანაც ბევრს უკვე ციხე "სახლად" მიაჩნია და იქ ყოფნას სასჯელად კი არა "პატივადაც" მიიცნევენ, რადგან შეუძლიათ კრიმინალური ცხოვრება მოიწყონ... ეგეთები უნდა მოისპონ ძირფესვიანად საზოგადოებიდან... წამლის ბარიგებიც იგივე დღეში უნდა ჩააგდო .... ჩემი აზრია და იმედია ზალიან არ გამკიცხავთ....
2012, 26 დეკემბერი, 14:23
არსებობს მსოფლიო სტატისტიკა სიკვდილდასჯილთა დაახლოებით 10 პროცენტს ის დანასაული არ ჩაუდენია რისთვისაც ისინი სიკვდილით დასაჯეს...
0 1 6