x
image
ციცი
Mediator image
"ანგელოზები" ამღერდნენ. საშობაო მილოცვა

image Victoria's Secret-ის ანგელოზები, იმდენად ლამაზები და უნაკლოები არიან, რომ მათ სულაც არ მოეთხოვებათ არც ჭკუა და მითუმეტეს არც სიმღერა. თუმცა, ბრენდის შემქმნელი სარეკლამო კომპანია, ყოველ საახალწლო სეზონზე ავალებს "ანგელოზებს", რომ შეასრულონ რომელიმე საშობაო ჰიტი. მართალია ლამაზმანებს დიდად არ გამოსდით სიმღერა-ზოგი სიტყვებს ვერ იმახსოვრებს, ზოგი კი შორს არის იდელაური სმენისგან-მაგრამ მაინც მათი ვიდეორგოლი დიდი პოპულარობით სარგებლობს და აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების საქებარ კომენტარებსაც იმსახურებს.

წელს გადაღებულ საშობაო ვიდეოში Victoria's Secret-ის ანგელოზები მღერიან (უფრო სწორედ ცდილობენ იმღერონ), პოპულარულ საშობაო სიმღერას Deck the Halls. სიმღერას ასრულებენ და შობას გვილოცავენ მირანდა კერი, ალესანდრა ამბროსიო, ლინდსი ელიგსონი, ერინ ჰიტერტონი, დაუტცენ კრეზი, კენდის სვეინპოული და ლილი ელდრიჯი. გთავაზობთ ამ ვიდეო კლიპს:

0
126
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0