x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ახალგაზრდობამ (არამარტო) ეს სპექტაკლი უნდა ნახოს!

„სახიფათო ექსპერიმენტი სახელად – „მექანიკური ფორთოხალი“„თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლში „მექანიკური ფორთოხალი“, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, საკუთარი ინსცენირებით, მთავარი ინტრიგა დასასრულში გადაიტანა და ის იწყება მაშინ, როდესაც სპექტაკლი მთავრდება – ინტრიგა რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. „მე მაქვს განცდა, რომ გასული საუკუნის 90–იან წლებში ჩვენს ქალაქში ვიღაცეებმა სრულიად შეგნებულად და გეგმაზომიერად, სახიფათო ექსპერიმენტი ჩაატარეს და გამოიყვანეს ადამიანის სრულიად ახალი ტიპი, ამის გამო ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს არ მოგვწონს ჩვენს ქვეყანაში, სწორედ იმ გამოყვანილი ადამიანების გამო ხდება“ – მოგვმართავს რეჟისორი და გვთავაზობს ჩავერთოთ იმ დრამატულ ქმედებაში, რომელიც ჩვენს წინ გათამაშდება.
სპექტაკლი იმ წლების პეროვსკაიაზე ხდება. ისეთ სიწმინდეებსა და ფასეულობებს როგორიცაა: გმირობა, მეგობრობა, თავდადება, სიყვარული. ომგადახდილი და დამარცხებული ახალგაზრდა თაობის უმეტესი ნაწილი, სახელმწიფოს მიერ გაწირული და ღალატის მსხვერპლი, ომისშემდგომი სინდრომით შეპყრობილა, მათ თავაშვებულობას საზღვარი არა აქვს, „მხედრიონს“ ამოფარებულები ქალაქებში დათარეშობენ და შიშის ზარს სცემენ ისედაც დათრგუნულ და შეშინებულ საზოგადოებას.
ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლით ჯგუფში მწიფდება კონფლიქტი, დგება „ავტორიტეტების“ ნგრევის, ლიდერის შეცვლის დროც. ალექსის მუსიკალურ სალონში დარჩენა და მეორე დღეს პეროვსკაიას კაფეში არგამოჩენა ყველასთვის მოულოდნელია, ხოლო ჯორჯი ბიჭისთვის კი რაღაც ცუდის მანიშნებელი. ამიტომ შემდეგ, მარტოხელა, მდიდარ ქალბატონზე თავდასხმისას, საერთო გადაწყვეტილებით – „სულ ჩვენ, ერთხელ შენც“ – მოსთხოვენ მეგობრები ალექსის და შესრულების სიმძიმეც მას ეკისრება. „დილეტანტური“ ქმედების დრო დამთავრდა, მათ წინ სერიოზული, დიდი საქმეები ელოდებათ, პოლიტიკური ანგარიშსწორებაც კი. მისი სისრულეში მოყვანა ლიდერმა უნდა ითაოს, მაგრამ ის „ღალატის“ მხვერპლი ხდება, მეგობრებისგან მიტოვებული, მარტო დარჩენილი, ციხეში ამოჰყოფს თავს.

დანარჩენი შენი თვალით უკვე თეატრში უნდა იხილო...


5
238
3-ს მოსწონს
ავტორი:მიშკა305
მიშკა305
238
  
2013, 14 აპრილი, 0:38
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია... აი სპეკტაკლი კი ისეთია 1 ამოსუნთქვა კი არა განცდები არ გყოფნის .... მაგრად აქვს მორგებული ქართულ რეალობაზე და ეს უდაოა..
2013, 18 იანვარი, 11:02
წიგნი ძალიან საინტერესოა და სასარგებლო, მათთვის, ვინც სწორად გაიგებს მის აზრს...
2012, 14 დეკემბერი, 19:22
მეც მაგას არ ვამბობ, წიგნი სხვა თემაა :))))
2012, 14 დეკემბერი, 19:20
წიგნი სხვა თემაა. სპეკტაკლი კი ქართულ მოტივებზე მორგებული მაგ რომანის მიხედვით
2012, 14 დეკემბერი, 19:15
ჯობს ჯერ ეგ წიგნი წაიკითხოთ ;)
0 1 5