x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კლუბი 27-წყევლა თუ დამთხვევა?

imageკლუბი 27-Forever 27 club
მუსიკოსთა გაერთიანებაა, რომელიც დიდი წვლილი მიუძღვნით მუსიკის განვითარებაში, და რომლებიც გარდაიცვალენ 27 წლის ასაკში, ხშირად უცნაურ და გაურკვეველ ვითარებაში.პირველი წევრი კლუბ 27 ის არის რობერტ ჯონსონი.სიაში აგრეთვე არიან ჯიმი ჰენდრიქსი, ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი.მათი სიკვდილის მთავარი დეტალი და მიზეზი ამ კლუბის შექმნისკენ გახდა ის ფაქტი რომ ისინი გარდაიცვალენ დროის მონაკვეთში 10 თვის ხანგძლივობით.მოგვიანებით კლუბში გააწევრიანეს ბრაიან ჯონსი.მორისონი და ჯონსი გარდაიცვალენ 3 ივლის 2 წლის ინტერვალით.1994 წელს სიაში შევიდა კურტ კობეინი, რომელიც გარდაიცვალა თავისი პოპულარობის პიკზე .2011 წელს სამწუხაროდ ამ სიაში მოხვდა ემი უანჰაუსი.

რობერტ ჯონსონი(Robert Johnson) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბლუზმენი 20საუკუნის.გადაიცვალა 16 აგვისტოს 1938.სიკვდილის მიზეზი-ოფიციალური ვერსია-ერთ-ერთი საყვარლის მეუღლემ ესროლა ეჭვიანობის ნიადაგზე.მეორე ვერსია-მოიწამლა სტრიქნინით.
imageბრაიან ჯონსი-(Brian Jones)The Rolling Stones-ის დამფუძნებელი, მულტი-ინსტრუმენტალისტი.გარდაიცვალა 3 ივლის 1968.სიკვდილის მიზეზი-დაიხრჩო აუზში, დაუმტკიცებელი ვერსიით მოკლეს
image
ჯიმი ჰენდრიქსი(Jimi Hendrix)-ითვლება საუკეთესო გიტარისტათ მუსიკის ისტორიის განმავლობაში, ვოკალისტი.გარდაიცვალა 18 სექტემბერს 1970.სიკვდილის მიზეზი-დაიხრჩო ნარწყევით დოზის გადაჭარბების შემდეგ
image
ჯენის ჯოპლინი(Janis Joplin)-ერთ-ერთი დიდებული ვოკალისტი როკ-მუსიკის ისტორიის განმავლობაში.გარდაიცვალა 4 ოკტომბერს 1970.სიკვდილის მიზეზი-ნარკოტიკების დოზის გადაჭარბება.
image
ჯიმ მორისონი(Jim Morrison)-პოეტი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, ’’The Doors ‘’-ის ლიდერი, გავლენიანი მუსიკოსი როკ-მუსიკის ისტორიის განმავლობაში.გარდაიცვალა 3 ივლის 1971.სიკვდილის მიზეზი ოფიციალური ვერსია’’გულის უკმარისობა’’.არსებობს აზრი რომ ნარკოტიკების გადაჭარბების გამო გარდაიცვალა, და მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

image
კურტ კობეინი(Kurt Cobain)-ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი.’’Nirvana’’-ის ლიდერი.როკ-მუსიკის კერპი.გარდაიცვალა 5 აპრილს 1994.სიკვდილის მიზეზი-ოფიციალური ვერსია-თავი მოიკლა, არსებობს მკვლელობის თეორია.
image
ემი უანჰაუსი(Amy Winehouse)-ინგლისელი R&B, ჯაზ, სოულ-მომღერალი.21-ე საუკუნის ლეგენდა.უამრავი ჯილდოს მფლობელი მუსიკალური მიღწევებისათვის.გარდაიცვალა 23 ივლის 2011.სიკვდილის მიზეზი-ალკოჰოლიური მოწამვლა.
image
კლუბი 27-ის სიაში ხანდახან სხვა მომღერლებიც შეყავთ, რომლების რაოდენობაც სამწუხაროდ საკმაოდ დიდია.მეცნიერებები ეცადეს კლუბი 27-ის ფენომენის გააშკარავება, და თქვეს რომ სხვა ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსების რაოდენობა იგივეა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა.კლუბი 27-რა არის ეს?მისტიკა?თუ უბრალოდ დამთხვევა.მე ვიმედოვნებ რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა და მუსიკის ლეგენდები ასეთ ადრეულ ასაკში აღარ დატოვენებ სამყაროს.ხსოვნა იყოს ჩვენი საყვარელი მუსიკოსების, მათი შემოქმედება ჩვენთვის არასოდეს მოკვდება და გააგრძელებს არსებობას.

0
243
4-ს მოსწონს
ავტორი:Leo
Leo
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0