x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508471
როდის დგება ვარცხნილობის შეცვლის დრო

image

ცვლილებები ძნელია, მით უმეტეს, როცა საქმე გარეგნობას ეხება.თუმცა ქალის იდუმალება სწორედ მისმრავალფეროვნებაშია.მისმრავალფეროვნებაშია.სილამაზისთვის გაღებული მსხვერპლიც სწორედ მუდმივ ცვლილებებსა და რისკს გულისხმობს. ცვლილება, როგორც წესი, ვარცხნილობიდან იწყება, რაც ჩაცმულობის, მანერებისა და მსოფლმხედველობის შეცვლასაც კი მოითხოვს.
მაშ ასე შვიდი ნიშანი იმისა, რომ დროა, შეიცვალოთ:

1.თქვენმა ვარცხნილობამ ფორმა და მოცულობა დაკარგა.

2.ყოფილი თანაკლასელები გეუბნებიან, რომ ოდნავაც არ შეცვლილხართ.


3.თქვენს თმას უსიცოცხლო ფერი აქვს.

4.ვარცხნილობის გამო კოპლიმენტებს აღარ გეუბნებიან.

5.ტანსაცმლის ახალი კოლექციები გაინტერესებთ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი ვარცხნილობებია მოდაში.

6.თქვენი ყოველდღიური ვარცხნილობა უკან შეკრული "ცხენის კუდია".

7.ვარცხნილობის მოწესრიგება 20 წუთზე მეტხანს ანდომებთ. ნუ შეიცვლით იმიჯს კრიზისულ მომენტში: თუ ეს-ესეაა, თაყვანისმცემელმა მიგატოვათ, სამსახურიდან დაგითხოვეს ან უბრალოდ, საუკეთესო მეგობარს ეჩხუბეთ. რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა გქონდეთ, მკვეთრი გარეგნული ცვლილებებისგან თავი შეიკავეთ. საქმე ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში, ვარცხნილობის შერჩევისას ჯანსაღ აზრს ემოციები სძლევს, რაც შემდეგ შეიძლება მწარედ ინანოთ.imageimageimageimage

0
537
12-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0