x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მოდური მიმოხილვა-ზამთრის თბილი სამოსი
კითხვაზე მიმდინარე ზამთრის სეზონზე, თუ როგორი სტილის პალტოები, ქურთუკები და ქურქებია მოდაში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თუმცა შესაძლებელია იმ ძირითადი მოდური ტენდენციების გამოყოფა, რომელიც წარმოდგენილი იქნა დიზაინერთა კოლექციების ჩვენებაზე.

კოლექციებში ნებისმიერი გემოვნების ქალბატონი იპოვის მისთვის შესაფერისი სტილის და ქსოვილის თბილ სამოსს, რომელშიც თავს მოხერხებულად, კომფორტულად და მოდურად იგრძნობს.


image


"დაბერილი" ქურთუკები


მოცულობითი ქურთუკები და ჟილეტები, რომლებიც 90-იანი წლების ბოლოს სათხილამურო კურორტებისთვის განკუთვნილი სამოსი გახდა, ისევ დაუბრუნდა ქალაქს და მეტად აქტუალურია ოფისში, კლუბებში, რესტორნებში წასასვლელად.

image

Issey Miyake

image

Mulberry

image

Tess Giberson


ლეოპარდის "პრინტი"

მოდური ქალბატონის განუყრელი ატრიბუტია ლეოპარდის პრინტიანი პალტო ან ჟაკეტი, რომელიც ჩვეულებრივ ქალბატონსაც კი კინოვარსკვლავის იერსახეს მიანიჭებს.

image
Ralph Lauren


კაშკაშა ფერის

მეტად აქტუალურია როგორც ნატურალური, ასევე ბუნებრივი ბეწვისგან შეკერილი ფერადი ქურქები, თუმცა განწყობას კარნახობს არა ფერი, არამედ ქურქის თარგი.

image
image

Blumarine


ტყაპუჭები

ცხვრის ტყავისგან დამზადებული ქურთუკები არამარტო გაგათბობთ, არამედ დაგეხმარებათ იგრძნოთ 70-იანი წლების ესთეტიკა, რომელიც მეტად აქტუალურია მიმდინარე სეზონზე.


image

Simonetta Ravizza

0
534
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0