x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
უსაქმურობა, ყველაზე მისაღები საქმიანობა ახალგაზრდებისთვის.
როგორც აღმოვაჩინე ყველაზე შესაფერის და მისაღებ საქმიანობას

ახალგაზრდებისათვის უსაქმურობა წარმოადგენს. ჩემი სტატია ახალგაზრდების და განსაკუთრებით კი უფროსი თაობის

დამოკიდებულებას ეხება სხვადასხვა პროფესიების მიმართ.

image
ახალგაზრდების უსაქმურობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ისიცაა რომ სამუშაოთა უმრავლესობა მათთვის და გარშემომყოფთათვის მიუღებელია. პირადად მე ხშირად მსმენია: "კარგი რა ახალგაზრდა ბიჭმა როგორ უნდა იმუშაოს მძღოლად?!"


ან "თქვენი ტოლი რო ვიყავი მუშად ვიმუშავებდი?!" რაც მერწმუნეთ საკმაოდ დაბლა სწევს ახალგაზრდების შემართებას. საზოგადოებრივი აზრის მიხედვით ახალგაზრდებისთვის მიუღებელი და შეუფერებელი სამსახურების სია საკმაოდ ვრცელია. ხოლო მოსაწონი თითზე ჩამოსათვლელი. თანაც უნდა გავითვალისწინოთ რომ ახალგაზრდების უმრავლესობას არც საჭირო სანაცნობო წრე ჰყავს და არც მლიქვნელობა შეუძლიათ. ერთგვარ პოპულარულ საქმიანობად იქცა ბანკში მუშაობა, (ძირითადად განვადებებზე) საკმაოდ დაბალი ანაზღაურებით და უღიმღამო საქმიანობით, მით უმეტეს მამაკაცისთვის.

მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ძნელია თუნდაც : გამყიდველის, მძღოლის, დაცვის, მუშის ან კურიერის სამსახურის პოვნაც კი. თუ მაინც მოახერხეთ, საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება გარანტირებული გაქვთ.

ასე რომ შეგიძლიათ "ბირჟაობა" გააგრძელოთ ან "დაიკიდოთ" საზოგადოების აზრი და იმუშაოთ ნებისმიერ სამსახურში რომელიც მოგწონთ ან ფულს გაშოვნინებთ.

11
189
5-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
189
  
2012, 12 დეკემბერი, 21:24
მოგკლავ თქვა! )))
2012, 12 დეკემბერი, 21:24
კი, მაგრამ მაინც ნუ დაიგრუზები :))
2012, 12 დეკემბერი, 21:23
ხოდა ეგრე ხუმრობს მთავრობაც და იმიტოა ხალხი ვირებივით ))
2012, 12 დეკემბერი, 21:17
აბა რა, ხელფასი 1000-1500 ლარი. არა ევრო ჯობს. კაბინეტში არავინ უნდა გვაცუხებდეს და მდივანს საათში ერთხელ ყავა ან ცივი სასმელი უნდა შემოქონდეს და ა.შ. :)))
2012, 12 დეკემბერი, 21:14
მერე რას აკეთებს მთავრობა გახსნას სამსახურები ) სამუშაო საათები დღეში 6-8 საათი და არა 15-20 და იმუშავებს ყველა )
2012, 12 დეკემბერი, 21:12
მთლად მასეც არაა რეზო, სამუშაოების უმრავლესობაში ან ხელფასი არ მოგვწონს, ან გრაფიკი, ან დატვირთვა და აშ.
ასე რომ მთლად იმას ნუ დავაბრალებთ რომ არაა, არაა ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა :)
2012, 12 დეკემბერი, 21:10
ნაკლებად რომ არს მაგაში გეთანხმებით, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც საკმარისზე მეტი წუნიაობაა. მე ვფიქრობ რომ ადამიანს რომელსაც მუშაობა უნდა აუცილებლად მოძებნის რამეს.
2012, 12 დეკემბერი, 19:46
ეგ "ძერსკი" სასტავს ეხება )) მე მაინცდამაინც არ ვიცნობ ირგვლივ საახლობოში ისეთ ახალგაზრდას რომელსაც გაუტყდებოდა აქა თუ იქ მუშაობა )
2012, 12 დეკემბერი, 18:58
გეთანხმები,მაგ მხრივ ცოტა პრეტენზიულები ვართ ქართველები,მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ახლანდელ თაობაში ეგ მომენტი უკვე ნაკლებადაა,უბრალოდ სამუშაოები არაა:))
2012, 12 დეკემბერი, 18:38
მადლობა ბატონო ლიცი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10