x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა ანაზღაურება ჰქონდა ხათუნა კალმახელიძეს

imageხათუნა კალმახელიძემ თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდულ დახმარების საკითხთა მინისტრმა 2012 წლის 3 თებერვალს შეავსო.

ხათუნა კალმახელიძე დაიბადა 1979 წლის 11 თებერვალს თბილისში. იგი არ არის გათხოვილი. მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, რომლის ფართობი ასი კვადრატული მეტრია. ასევე მის საკუთრებაშია ავტოფარეხი, რომლის ფართობი 15 კვადრატული მეტრია. ხათუნა კალმახელიძეს ჰყავს ავტომანქანა ჰიუნდაი. დეკლარაციაში ასევე მითითებულია rolex-ის საათის შესახებ. იგი არ ფლობს რაიმე ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას ბანკ "რესპუბლიკაში" მიმდინარე ანგარიშზე 2200 ლარი ერიცხებოდა. "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი 1800 ლარი. ხათუნა კალმახელიძე არ მონაწილეობს რაიმე კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალი არ აქვს. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში მისი ანაზღაურება მინისტრის პოსტზე 97355 ლარი იყო. დეკლარაციაში ასევე მითითებულია სესხის შესახებ, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ 85000 ლარის ოდენობით გამოიტანა "ლიბერთი ბანკიდან". image

2
8939
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
8939
  
2013, 19 ივნისი, 22:41
რა ვიცი გამოჯამესო ბიუჯეტი და ბანკის ვალები ქონია ხო ხედავტ რო აბრალებტ ყველაფერს წინა მთავრობას
2012, 13 დეკემბერი, 20:10
გასაოცარი არაფერია.
0 1 2