x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ოჯახის წესების დიდი მნიშვნელობა

ადრეული ბავშვობიდანვე საჭიროებს ადამიანი საიმედო ზღუდეს, რომელიც მას ამ წუთისოფლის შეცდომებისა და ბოროტებისაგან დაიცავდა.ყოველ ოჯახს უნდა ჰქონდეს თავისი წესები, მშობლები კი ერთმანეთთან ურთიერთობის მანერით ბავშვებს უნდა აძლევდნენ იმის ცოცხალ მაგალითს, თუ როგორებად სურთ იხილონ ისინი.აუცილებელია მეტყველების სისუფთავეზე გამუდმებით ზრუნვა და თავაზიანობის გამჟღავნება.ასწავლეთ ბავშვებს და ახალგაზრდებს საკუთარი თავის პატივისცემა, გულწრფელობა ღმერთის წინაშე, ასწავლეთ იყვნენ ერთგულნი იმ პრინციპებისა, რომლებიც წარუძღვება მათ ცხოვრებას და განხორციელდება გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობებში.ბავშვები, რომლებიც ყურად იღებენ ამ დარიგებებს, მზად იქნებიან მასუხი აგონ თავიანთი საქციელის გამო, კეთილი მაგალითითა და დარიგებით შეძლებენ მუდმივად დაეხმარონ სხვებს და მოიქცნენ სამართლიანად.ისინი სწორად შეაფასებენ თავიანთ თანდაყოლილ ნიჭებს და ჰპოვებენ ფიზიკური, გონებრივი და მორალური ძალების საუკეთესო გამოყენებას.მშობლების ურთიერთდამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ოჯახის ატმოსფეროს და თუ დედ-მამას შორის არსებობს უთანხმოება, ბავშვებიც ავადდებიან ამ სულით.ამიტომ შეეცადეთ თქვენს სახლში შექმნათ ერთმანეთზე ზრუნვის გულში ჩამწვდომი ატმოსფერო.სახლი შეიძლება მოკრძალებული იყოს ის ადგილი, სადაც წარმოითქმება წამახალისებელი სიტყვები და სრულდება კეთილი საქმეები, სადაც გამუდმებით სუფევს თავაზიანობა და სიყვარული.

0
110
5-ს მოსწონს
ავტორი:დავითი12
დავითი12
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0