x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508473
***
სევდა ნარევი მწუხარება აგიშლის ფიქრებს,

ტკივილ ნარევი რეალობა დადაღავს აზრებს,

ჩამქრალი გრძნობა იქცევა დარდად..

გაძარცვულ სულის მშფოთვარება სიბრალულს იწვევს,


წლებით ნაცრეცი მყოფადობა მდუმარედ გიცქერს..


თვალებზე ცრემლი მოგადგება სახეს რომ შანთავს..

ქარი მეგობრად გევლინება, ღამე კი სახლად..

შენს შორიახლო აჩრდილები გიხმობენ ცისკენ,

აუხდენელი ოცნებები ჩაინთქა ნისლში.


ამბოხებული ცნობიერება გონებას შთანთქავს,

ფლიდი ცხოვრება კვლავ განაგრძობს ქსელების ხლართვას,

ილუზორული პატიოსნება მასკარადს მართავს,

სინამდვილე კი შერწყმულია ტყუილს და მართალს.

0
34
4-ს მოსწონს
ავტორი:orzo
orzo
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0