x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
საინტერესო ფაქტები და გამონათქვამები
თომას მანი "იმედგაცრუება":
"რა საბრალოა ადამიანი, ეს განდიდებული ნახევარღმერთი-წერს ერთგან ახალგაზრდა ვერთერი, _განა ადამიანს სწორედ იქ არ ღალატობს ძალა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება მხნეობა, განა სწორედ მაშინ არ უბრუნდება ყრუ, ცივ განსჯას, როცა იგი სიხარულითაა შეპყრობილი ან ვნებაშია ჩაძირული და უსასრულობის განცდაში ჩაკარგვისკენ მიისწრაფვის?"


გენერალი ფოში:
"ცხვრის ფარა ლომის მეთაურობით უფრო ძლიერია, ვიდრე ლომის ფარა ცხვრის მეთაურობით."


ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778)
"ადამიანი თავისუფალ ქმნილებადაა დაბადებული, მაგრამ მას მთელი ცხოვრება ბორკილები ადევს."


კირიონ II: "ეკლესიური მონობა, ყველა მონობაზე უარესია."



ფრენსის ბეკონი (1561-1626) – ინგლისელი ფილოსოფოსი, მეცნიერი, ესეისტი და სახელმწიფო მოხელე – იმ მოსაზრებას უჭერდა მხარს, რომ მეცნიერება კაცობრიობის თვითშენარჩუნების გასაღებია:


"ბუნებაზე რომ იბატონო, მას უნდა დაემორჩილო".


"ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად".


პარიზის გერმანელების მიერ დაკავების დღესვე ჰიტლერი იქ გაჩნდა, ეიფელის კოშკთან დადგა და თავის პირად ფოტოგრაფს ჰოფმანს უთხრა: "გადაიღე ჰოფმან დღეს ეიფელის კოშკთან, ხვალ ბრუკლინის ხიდზე, ზეგ კი ნიუ-იორკის ცათაბჯენებთან."


ჯორჯ ბერნარდ შოუ ნახევრად იუმორით ამბობდა: "ვისაც
ძალუძს აკეთებს ვისაც არა ასწავლის."


ბენჟამენFფრანკლინი: "არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა."


წმინდა ამბროსი: "კაცს აქვს მორალური უფლება, მოვალეობა, გამოიყენოს ძალა, წინ აღუდგეს ბოროტებას."


იოსებ სტალინი: "ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, ბევრი ადამიანისა კი სტატისტიკა."


ალბერტ აინშტაინი: "იმდენხანს რამდენხანსაც იარსებებს ადამიანი, დედამიწაზე იქნება ომი!"


შეერთებულ შტატებში ამბობენ: "იყო განსხვავებული - ნიშნავს იყო უხამსი".


ნაპოლეონის ჯარში დისწიპლინა უპირველესი იყო, ამიტომ ყველა ის ჯარისკაცი თუ გენერალი ვინც ამ წესრიგს დაარღვევდა, სიკვდილით ისჯებოდა. ერთხელ როდესაც თავის ჯარს მოუხმო და უბრძანა მწყობრში ჩამდგარიყო, ერთ-ერთი გენერალი ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა რაც სიკვდილის ტოლფასი იყო, ვინაიდან მან წესრიგი არ დაიცვა. ნაპოლეონს უყვარდა ეს გენერალი, ამიტომ ჯარს უბრძანა ერთი ნაბიჯით წინო, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინა!!!


ალესანდრე მაკედონელი: "მე მირჩევნია ვიყო აქილევსი და მაქებდნენ ვიდრე ვიყო ჰომეროსი და ვაქებდე."


დემოსთენე ბერძენი ფილოსოფოსი: "დიპლომატებს არ ჰყავთ საბრძოლო გემები, ძლიერი ქვეითი ჯარი, არც ციხე-სიმაგრეები გააჩნიათ, მათი იარაღი არის სიტყვა."


ყველაზე მეტი მიღწევები ქირურგიაში აქვთ გერმანელებს _ მიზეზი კი ის გახლავთ რომ ჰიტლერის დროს გერმანელები ცოცხალ ადამიანებზე აკეთებდნენ ცდებს.


ძილის დროს ადამიანის მიერ ხელის ან ფეხის სწრაფ გამოძრავებას თავისი მიზეზი აქვს _ გულის რითმის შენელების გამო ტვინს ჰგონია, რომ ადამიანი კვდება და გზავნის ამგვარ სიგნალს რომ შეგვაღვიძოს.


ლას-ვეგასის არც ერთ კაზინოში არ კიდია საათი.


ლას-ვეგასში უფრო მეტს ლოცულობენ ვიდრე მექაში.

აბრაამ ლინკოლნი: ( 12 თებერვალი, 1809 - 15 აპრილი, 1865 ) იყო ა.შ.შ.-ის მეთექვსმეტე პრეზიდენტი და მართავდა ქვეყანას სამოქალაქო ომის პერიოდში.


"უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია.


მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება.


ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი."

“ღმერთი განსაკუთრებით
მფარველობს მთვრალებს, გიჟებს და ამერიკის შეერ­თებულ შტატებს” - ბისმარკი


აიზეკ აზიმოვი რუს_ამერიკელი მწერალი და ბიოქიმიკოსი.

"ცხოვრება, ჭადრაკისაგან განსხვავებით, შამათის შემდეგაც გრძელდება.


დიეტიკის პირველი წესი: რაც გემრიელია, ის მავნებელია.
უძილობაა, როდესაც ძილი მაშინაც არ შეგიძლია, როდესაც გაღვიძების დროა.


ყველას უფლება აქვს სწამდეს, რისიც სურს. მე მხოლოდ იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ყველა ვაიძულო რაიმე ერთის სწამდეს."


ვოლტერი (ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე, დ. 21 ნოემბერი, 1694 – გ. 30 მაისი, 1778) – ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი, განმანათლებელი.


"არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.


შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.


ზვავის შემადგენელი თოვლის ფიფქი არასდროს გრძნობს პასუხისმგებლობას."


რაბინდრანათ თაგორი (6 მაისი 1861 — 7 აგვისტო 1941) — ინდოელი მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1913). ინდოეთისა და ბანგლადეშის ჰიმნების ავტორი.

"ბრძენნი ამობობენ, მოვა დრო და თქვენც ჩაქრებითო, უთხრა ციცინათელამ ვარსკვლავებს. ვარსკვლავებმა არაფერი უპასუხეს."


დანტე ალიგიერი:
წარწერა ჯოჯოხეთის შესასვლელთან: შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!

"ილიას შემდეგ სიკვდილმაც დაკარგა ფასი" - ოთარ ჭილაძე


გაბმული სროლის ხმაა, ამიტომ ძნელია სხვა ხმების
გარჩევა, მაგრამ ადამიანის ხმა მაინც გაირჩევა სხვა ხმებისგან, ის გესმის მაშინაც,
როცა გარეთ გამაყრუებელი ხმაურია, ის მაინც გესმის მაშინაც კი, მაშინაც კი როცა ეს
არ არის ხმამაღალი ყვირილი, მაშინაც კი როცა ეს მხოლოდ ჩურჩულია და თუნდაც ეს მხოლოდ
ჩურჩული იყოს ამ ხმას მაინც შეუძლია ჩაახშოს მთელი არმიის ხმა, თუ ის სიმართლეს ამბობს.

განმანთავისუფლების ბიოგრაფია ედმონდ ზუვანი (მხ. ფილმიდან "თარჯიმანი")

0
3649
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
3649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0