x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ
image -ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი ბავშვები ტყუილს მიმართავენ ექვსი თვის ასაკიდან.

-აქამდე ფსიქოლოგებს მიაჩნდათ, რომ განვითარებად ტვინს არ შეუძლია მიმართოს ტყუილს, სანამ ბავშვი არ მიაღწევს ოთხი წლის ასაკს.

-პორტსმუტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის ექიმმა, ვასუდევი რადიმ, შეისწავლა 50-ზე მეტი ბავშვი და ელაპარაკა მათ მშობლებს. იგი ამბობს, რომ მან გამოამჟღავნა ტყუილის შვიდი კატეგორია, რომლებსაც იყენებენ ბავშვები ექვსი თვიდან სამი წლის ასაკამდე. ჩვილები სწრაფად იგებენ, რომ თუ გამოიყენებენ ისეთ ხერხს, როგორიცაა მოჩვენებითი ტირილი ან სიცილი, სწრაფად მიიქცევენ ყურადღებას. რვა თვის ასაკიდან გამოიყენება მოტყუების სხვა მეთოდი - აკრძალული მოქმედების დაფარვა და მშობელთა ყურადღების გადატანის მცდელობა.

-ორი წლის ასაკიდან ბავშვებს შეუძლიათ გამოიყენონ გაცილებით უფრო ეშმაკური მეთოდები, მაგალითად, ტყუილი დასჯის საფრთხის შემთხვევაში.


-ექიმმა რადიმ თქვა: "მოჩვენებითი ტირილი - მოტყუების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმაა. ჩვილები მას იყენებენ ყურადღების მისაქცევად, მაშინაც კი, როცა მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. თქვენ ეს შეიძლება შეამჩნიოთ, თუ ისინი აკეთებენ პაუზას, რათა გაიგონ, პასუხობს თუ არა მათ დედა, სანამ თავიდან დაიწყებენ ტირილს. ეს გვიჩვენებს, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ მათ მოქმედებას მოაქვს შედეგი, სახელდობრ ამას აკეთებენ უფროსები, როცა ტყუილს ამბობენ. მხოლოდ უფროსების ასეთ მოქმედებას აქვს დიდი ეთიკური დატვირთვა", - გვიხსნის ვასუდევი რადი.

0
238
12-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0