x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
თბილისში სამი თვის ჩვილი დააპატიმრეს

imageსაქართველოში ჯერ კიდევ ხდება ასეთი შემთხვევები, 3 თვის ბავშვი გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში მანამდე ჰყავდათ დაკავებული, სანამ მშობლები ფულს არ გადაიხდიდნენ

გთავაზობთ ბავშვის დედის ინტერვიუს: მანანა კუშნეცი (სამი თვის ნიკას დედა) : - ბავშვი გაცივებული იყო და რაიონულ ექიმთან წავიყვანეთ, მაგრამ ექიმმა ჩათვალა, რომ ბინაზე ვერ
ვუმკურნალებდით და ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურამიშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ნიკას ფილტვების ანთება აღმოაჩნდა, სამი დღე რეანიმაციაში ჰყავდათ. მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ თავიდან დამიმალეს. რომ მომჯობინდა, მერე მითხრეს. მშობლების განცხადებით, 3 თვის ბავშვის მკურნალობა როგორც იციან უფასოა, მაგრამ მანდ მასე არ მოხდა. როდესაც ბავში მომჯობინდა სახლში არ ატანდნენ სანამ ფულს არ გადაიხდიდნენ. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოჯახი სოცილაურად დაუცველია. წარმოიდგინეთ სოცილაურად დაუცველ 3 თვის ბავშს, ფილტვების ანთების მკურნალობის ხარჯებს სთხოვდნენ. როგორც მშობლები ამბობენ ბოლოს, როდესაც ფულს ვერ იხდიდნენ კლინიკაში უთხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან პოლისი მოეტანათ. კლინიკაში პოლისი მიიტანეს, მაგრამ პოლისის გარდა კიდევ 350 ლარი მოსთხოვეს. მშობლებმა ეს თანხა ვერ გადაიხადეს, თუმცა 150 ლარი რაც შეაგროვეს ის მაინც დაატოვებინეს კლინიკაში.



19
9332
13-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
9332
  
2016, 27 ივნისი, 20:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 11 ივნისი, 22:17
სულ გადაგვარდა ეს ხალხი...ექიმმა პაციენტის გადარჩენაზე უნდა იფიქროს, და არა ფულის შოვნაზე. მითუმეტეს როცა იციან, რომ ავადმყოფის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს...
სამარცხვინო ამბავია რა...ისე,უანგაროდ რო დახმარებოდნენ კლინიკის ექიმები,განა არ შეეძლოთ? ფუ მაგათი....
2013, 12 მარტი, 15:03
ფუუუ, მრცხვენია ქართველობა...
2013, 11 მარტი, 14:56
რატომ არ გჯერათ ასეთი ისტორიების ? სხვა გზა არ არის ,ყველა მშობელმა უნდა იბრძოლოს იმისთვისაც კი თუნდაც რაც კანონით გეკუთვნის , მაგრამ ეს ხანდან შუძლებელია ,თუნდაც 40 სიცხიანი ბავშვი რომ გელოდება სახლში.აი, ელემენტარული, ექიმი გამოვიძახე ბავშვისთვის სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში და მითხრეს ფასიანიაო , ვაპირებდი კიდეც გადახდას, რომ რეგისტრატურასთან დავსვი კითხვა ,მე როგორც ვიცი უფასოა და გავარკვევთქო და უნდა გენახათ რეგისტრატორმა რა სახე მიიღო, ;;ვინ გითხრათ რომ ფასიანიაო?'' ანუ მომენტალურად გადააბრალეს ექიმს , ამ დროს ექიმებს კლინიკის და სტაციონარების ხელმძღვანელებისგან აქვთ ზეწოლა, რომ უკიდურეს შემთხვევაში დაგაკმაყოფილონ ,ან თუ მათი აზრით ''ინტრიგანი ხარ მხოლოდ მაშინ.
2013, 11 მარტი, 14:27
სეთი ხალხი უნდა მიეცეს პასუხისგებასჰი,გათავისუფლდეს კლინიკის დირექტორი,მას და მის კოლეგებს,ორმლებიც ამ საქმეში არიან გარეული უნდა ცჰამოერთვათ ლიცენზია და ციხეში წავიდნენ
2013, 3 იანვარი, 19:05
ექიმებს მგონი უფლება არ აქვთ ისე რომ გაუშვან. თუ გაუშვეს მაშინ ფულის დადება თვითონ უწევთ. უფასო საავადმყოფოა ასაშენებელი და აღარ იქნება ასეთი პრობლემები
2012, 13 დეკემბერი, 16:13
მე ვარ ამ სტატიის ავტორი, რაც შეეხება ექიმის სახელს, თავად არ უქვამთ ბავშვის მშობლებს, სტატია ამ თემაზე სხვა საიტებზეც დევს. რაც შეეხება ტყუილს ასეთ თემაზე ტყუილი როგორ უნდა დაწეროს ადამიანმა.
2012, 13 დეკემბერი, 16:08
ამ სტატიის ავტორი რატომ ექიმის გვარს არ ასახელებს? თავის თავს დააბრალოს რაც მოუვიდა.შეამჩნიეს ექიმებმა ეტყობა უცოდინარი რომ იყო და დააგოიმეს,ან კიდევ ტყუილს წერს და ამიტომ ვერ აკონკრეტებს.ტყუილს კი მოგეხსენებათ მოკლე ფეხები აქვს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10