x
image
ეთო-ეთო
როგორ გავხდეთ სექსუალური, მიმზიდველი და სასურველი
image

























ქალის საქმეა - შეძლოს მამაკაცს მისი მუდმივად დევნის სურვილი ჩაუსახოს. ამისთვის მთელი რიგი ტაქტიკური სვლები არსებობს: ცოტა დათმობა, თავის საინტერესოდ წარდგენა, შემდეგ უცებ აკრძალვა იმისა, რაც სულ ცოტა ხნის წინ მამაკაცს "დაპყრობილად" ეჩვენებოდა.


რა ასტიმულირებს მამაკაცს?


მამაკაცები ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ ექცევა მათ ქალი, რამდენად მისაღწევია იგი, რამდენ ყურადღებას უთმობს მათ და შეუძლია თუ არა მათში სექსუალური ფიქრები აღძრას.


ქალისადმი ლტოლვას ყველაზე მეტად მისი მოპოვების სირთულე აღძრავს, ანუ როდესაც იგი ძნელად მისაწვდომია მამაკაცთა უმრავლესობისათვის, მაგრამ ადვილად უახლოვდება რჩეულს. თუ ქალი ყველასთვის მიუწვდომელი და უკარებაა, ეს მამაკაცებს აფრთხობს, რადგან ასეთ ქალებს ისინი ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ.

ადამიანებს იზიდავთ პიროვნება, რომელიც თავიდან დასჯის, შემდეგ კი დააჯილდოვებს მათ. ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს ის ქალები მოსწონთ, რომლებიც თავიდან ცივები და მიუკარებლები ჩანან, ხოლო შემდეგ თბილები და ლმობიერები ხდებიან.

სექსუალობის და მიმზიდველობის გაძლიერება ხშირად მძაფრი შეგრძნებების დროს ხდება, მაგალითად: შიშის, ტკივილის, ფიზიკური საფრთხის დროს. მამაკაცში თქვენდამი სექსუალური ლტოლვის აღძვრა გაცილებით იოლია, თუ მასთან ერთად ემოციურ სიტუაციაში მოხვდებით, ან რისკის საშიშროებას გადალახავთ. თუნდაც მთაში ერთად წასვლა, ან უბრალოდ თავსხმა წვიმაში მოხვედრა სექსუალურ ემოციებს ამძაფრებს. ასევე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები გაცილებით მიმზიდველები ჩანან, როდესაც მათთან ურთიერთობის დრო იწურება.

მამაკაცისთვის პარტნიორი ქალის ნებისმიერი სიახლე სტიმულის მომცემია. თუნდაც ის, რომ თქვენ მამაკაცებისთვის "ახალი" ხართ, მის თვალში თქვენს სექსუალურობას აძლიერებს.

მიიჩნევა, რომ საშუალო სილამაზის მქონე ქალი ლამაზმანების გარემოცვაში უფრო მიმზიდველად გამოიყურება და ყურადღებას იპყრობს. ამიტომ, თუ საზოგადოებაში გასვლას აპირებთ, ნუ შეგეშინდებათ თუ თქვენზე მიმზიდველ დაქალს გაიყოლებთ თან.

თავდაჯერებულობა სექსუალობის ყველაზე მთავარი და აუცილებელი პირობაა. თუ ქალი საკუთარ სექსუალობაში დარწმუნებულია, სულაც არ არის აუცილებელი, ლამაზი იყოს. ხოლო თუ მას თავდაჯერებულობა აკლია, სილამაზე ვერაფერს უშველის.


სექსუალური იმპულსები


ქალის სექსუალური მიმზიდველობის იმპულსებია: ღიმილი, თვალებში ყურება, ხავერდოვანი ხმა და ცოტა კეკლუცი ქცევები.

ღიმილს ფლირტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მომღიმარი ქალი ნახევრად დაპყრობილია. მზერა და მეტყველი თვალები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხება - ძლიერმოქმედი სიგნალია ფლირტში და ქალს შეუძლია იგი მაქსიმალური ეფექტისთვის გამოიყენოს. შეიძლება მამაკაცის ხელს რაიმეს გადაწოდებისას ისე შეეხოთ, რომ თქვენი აზრი გადასცეთ.

ხმას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ფლირტში. მამაკაცები თვლიან, რომ თუ ქალს ხავერდოვანი, რბილი ხმა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აგრესიული არ იქნება.

ფლირტის დაწყებისთვის შესანიშნავი მეთოდია მამაკაცის მასიდან გამოყოფა - მასთან ახლოს დაჯდომა და საუბრის გაბმა.

მნიშვნელოვანია, რომ "სხეულის ენას" ფლობდეთ და სასურველია მამაკაცი თქვენს დამოკიდებულებას ქმედებით, ჟესტებით ან გამოხედვით მიხვდეს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხშირად ეუბნებიან უარს, რის გამოც ისინი ძალზე ფრთხილობენ და თავს იკავებენ ინიციატივის გამოვლენისგან, სანამ ქალი არ გამოამჟღავნებს რომ დაინტერესდა მამაკაცით.

თუ ფლირტის დაწყება გსურთ, ნუ იქნებით ძალიან სერიოზული და მოწყენილი. ცუდ განწყობაზე ყოფნა ნებისმიერ ფლირტს ჩაშლის.

საუბარში ოდნავ სარისკო ხუმრობებიც გაურიეთ და იყავით გულახდილი.

ქალს შეუძლია, მამაკაცს საუბრის წარმართვაში დაეხმაროს, მისცეს ფლირტის გაბმის საშუალება - სთხოვოს დახმარება უმნიშვნელო რამეში.

მამაკაცისთვის ქალი უპირველესად სექსუალური ობიექტია. ამიტომ იმისთვის, რომ სასურველად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად სექსუალური უნდა იყოთ.

0
1821
5-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
1821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0