x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე
დედამიწა მუდმივად განიცდის ცვლილებებს, თუმცა პროცესი იმდენად ხანგრძლივად მიმდინარეობს, რომ ჩვენც ვერ ვამჩნევთ ამას. თუ არა ადამიანის მოქმედება ან მზის მოულოდნელი აქტივობები, გარანტირებულია, რომ დედამიწის მომავალი იქნება უფრო მეტი, ვიდრე საინტერესო - თუმცა ქაოსი მაინც გარანტირებულია. ქვემოთ მოყვანილი სია წარმოადგენს ათი მთავარი კატაკლიზმის აღწერას, რომელიც დედამიწაზე გარდაუვალია მომავალში

10 – ახალი ოკეანე


image


აფარის სამკუთხედი (იგივე აფარის დეპრესია) ეს არის ყველაზე ცხელი ადგილი დედამიწაზე. იგი მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე, ეთიოპიასა და ერითრეას შორის, ზღვის დონიდან დაახლოებით 100 მეტრით ქვემოთ. ამ ტერიტორიაზე მუდმივად
იფრქვევა ვულკანები და გეიზერები, ძალიან ხშირია მიწისძვრები. მოკლედ ეს ადგილი არაფრით ჰგავს კურორტს. აფარის სამკუთხედში ტექტონიკური მოძრაობები ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაგრამ გაივლის 10 მილიონი წელი და ეს აქტივობები მთლიანად შეწყდება. დარჩება მხოლოდ ცარიელი აუზები, რომლებიც წლით შეივსება და ამ ადგილზე წარმოიქმნება ახალი ოკეანე, რომელიც მომავალში იდეალური კურორტი იქნება.



9 – დიდი შეჯახება



image


გალაქტიკაში და კერძოდ მზის სისტემაში უამრავი „თავისუფალი“ მეტეორიტი მოძრაობს, რომლებიც გამუდმებულ კატაკლიზმებს იწვევენ კოსმოსში. უახლოესი 100 მილიონი წლის განმავლობაში, ასეთი კატალიზმა დედამიწაზეც მოხდება, რაც რა თქმა უნდა მრავალი ცოცხალი არსების განადგურებას გამოიწვევს, ასეთი დედამიწაზე უკვე იყო 65 მილიონი წლის წინ, თუმცა მაშინაც მოახერხა ბევრმა ცოცხალმა ორგანიზმმა გადარჩენა და განვითარება. ეს იქნება დედამიწაზე ახალი ერის დასაწყისი, როდესაც თავიდან ჩამოყალიბდება კაცობრიობა და შესაძლოა სწორედ იგივე გზის გავლა მოუხდეს, რაც ისტორიიდან გვსმენია.



8 – "პანგეა ულტიმა" – ახალი ჰიპერკონტინენტი


image

უახლოეს 50 მილიონ წელიწადში, აფრიკის კონტინენტი, რომელიც ბოლო 40 წელია მიიწევს ჩრდილოეთისაკენ, შეუერთდება სამხრეთ ევროპას, რაც გამოიწვევს ხმელთაშუა ზღვის გადაფარვას და წარმოიშობა უამრავი ახალი მთათა სისტემა. ამასობაში ანტარქტიდასა და ავსტრალიასაც „გაუჩნდება სურვილი“ შეუერთდეს ამ სუპერკონტინეტს და გამუდმებული ტექტონიკური მოძრაობის წყალობით, დაახლოებით 75 მილიონი წლის შემდეგ ეს ორი კონტინენტი შეუერთდება აზიას. ამ ფონზე წარმოუდგენლად გაიზრდება ატლანტის ოკეანის მოცულობა. ორივე ამერიკის კონტინენტი ან დასავლეთით დაიწყებს გადაადგილებას, ან აღმოსავლეთით, მეცნიერები ამაზე ზუსტად ვერ თანხმდებიან. ამ ყველაფერს დაახლოებით 250 მილიონი წელი დასჭირდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთი ჰიპერ კონტინენტი „პანგეა ულტიმა“. გაივლის კიდევ რამოდენიმე ასეული მილიონი წელი და ეს კონტინენტიც რღვევას დაიწყებს. მაშინ უკვე ძნელი წარმოსადგენია რა ფორმის კონტინენტებად ჩამოყალიბდება დედამიწა. თუმცა ამ ყველაფრის გამოცდილება უკვე არსებობს: დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ხომ მხოლოდ ერთი სუპერკონტინენტი არსებობდა.



7 – გამა დასხივება


image


საშუალოდ დაახლოებით ყოველ 200 მილიონ წელიწადში დედამიწა, ისევე როგორც სხვა პლანეტები „იბომბება“ ულტრა მაღალი სხივებით. მართალია დასხივებები დედამიწაზე ხშირად ხდება, თუმცა ასეთ ძლიერ დაბომბვას შეუძლია სიცოცხლის მნიშნელოვანი ნაწილი სრულად გაანადგუროს დედამიწაზე, რაც გამოწვეული იქნება მაღალი დასხივების, ანუ ულტრამაღალი რადიაციული ფონის შედეგად. ამ დასხივების ავტორი მეზობელი სისტემიდან, დაახლოებით 6500 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავიდან მოდის, რომელსაც მზეზე ბევრად დიდი მოცულობა აქვს, ხოლო მის გამოსხივებას წინ ფაქტობრივად ვერაფერი აღუდგება. მას თავისუფლად შეუძლია დედამიწის ოზონის შრის დაშლა. ასეთი „დაბომბვა“ დედამიწაზე დაახლოებით 450 მილიონი წლის წინ მოხდა, რამაც მეცნიერების აზრით დედამიწაზე მაშინ არსებული სიცოცხლის 60 პროცენტი გაანადგურა. მათივე მტკიცებით დედამიწაზე უახლესი მილიონი წლის მანძილზე ასეთი „დაბომბვა“ მოსალოდნელი არაა.



6 - სიცოცხლისათვის უვარგისი გარემო


image


იმის გამო, რომ მზის აქტივობა მუდმივად მატულობს, დედამიწაზე ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც აქ არსებული ტემპერატურა სიცოცხლესთან ძნელად შესათავსებელი იქნება და დედამიწაც მეზობელ პლანეტა – ვენერას ბედს გაიზიარებს. გარდა ამისა, ტემპერატურის მომატება იწვევს მომწავლელი მეტალების აორთქლებას, რაც ასევე მომაკვდინებელ გარემოს შეუქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. დედამიწაზე ასეთი მდგომარეობა დაახლოებით 700 000 წლის შემდეგ უნდა ვივარაუდოთ, ვინაიდან დაახლოებით მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მზე უბრალოდ ჩაქრება და დედამიწაზეც სრული სიბნელე და სიცივე დაისადგურებს.



5 - მაგნიტური ველის გაქრობა


image


დაახლოებით 250 მილიონი წლის შემდეგ დედამიწის ბირთვი, რომელიც ამჟამად თხევად მდგომარეობაშია, თანდათან გაცივდება და გაიყინება, რაც დედამიწის მაგნიტურ ველს, ნუ მიზიდულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეს ფაქტი გამოიწვევს დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრეების, კერძოდ ოზონის შრის დაშლას, რაც მზის რადიაციულ სხივებს საშუალებას მისცემს, თავისუფლად მოაღწიონ დედამიწამდე, ეს კი რა თქმა უნდა სიცოცხლის ძირითადი ფორმების განადგურებას გამოიწვევს.



4 - პლანეტების შეჯახება მზის სისტემაში


image


დაახლოებით სამი მილიარდი წლის შემდეგ არის შანსი, რომ ვენერასა და მერკურის ორბიტებმა ერთმანეთი გადაკვეთონ, შესაბამისად ეს ორი პლანეტა ერთმანეთს შეეჯახება. ამ შემთხვევაში მერკურს ან მზე შთანთქამს, ანაც მასზე ბევრად დიდი მოცულობის ვენერა გაანადგურებს. ისმის კითხვა: ამით დედამიწას რა? მომხდარი კატაკლიზმით მნიშვნელოვნად აირევა სხვა პლანეტების ორბიტები, რაც მაქსიმუმ ხუთი მილიარდი წლის შემდეგ გამოიწვევს იმას, რომ დედამიწის და მარსის ორბიტებიც გადაკვეთენ ერთმანეთს...



3 - ღამის ახალი ზეცა


image


გაივლის მრავალი წელი და დედამიწაზე თანდათან უფრო ხილვადი და თვალსაჩინო გახდება ანდრომედას გალაქტიკა, რომლიც ნელ–ნელა უახლოევდება „ჩვენს“ გალაქტიკას „Milky Way“–ს, ანუ ირმის ნახტომს. საბოლოოდ ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეერწყმება, რა დროსაც გარდაუვალი იქნება ამ ორი გალაქტიკის პლანეტების ერთმანეთთან შეჯახება, თუმცა არსებობს ძალიან მცირე შანსი, რომ ჩვენი მზის სიტემა გამოეყოს ამ ქაოსს და ცალკე აღმოჩნდეს კოსმოსურ უფსკრულში. თუმცა ეს ყველაფერი დაახლოებით 10 მილიარდი წლის შემდეგ.



2 - ნამსხვრევების რგოლი – „მთვარის წვიმა“


image


ჩვენი ერთგული თანამგზავრი – მთვარე ყოველ წელიწადს 4 სანტიმეტრით შორდება დედამიწას, მზე კი შედის წითელი გიგანტის ფაზაში. ეს ტენდენცია ბოლოს აუცილებლად შეწყდება და მეცნიერთა ვარაუდით გარემო ზემოქმედების შედეგად მთვარე დიდ ნამსხვრევებად იქცევა, რის შემდეგაც ეს ნამსხვრევები წამოვა დედამიწისაკენ და მის გარშემო შექმნის ნასმხვრევების რგოლს. ეს რგოლი მრავალი წლის მანძილზე საკმაოდ ლამაზი სანახაობა იქნება, ბოლოს კი ისინი აუცილებლად დედამიწაზე ჩამოცვივდება, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას. მეცნიერთა ვარაუდით „მთვარის წვიმა“ 50 მილიარდი წლის შემდეგაა მოსალოდნელი.



1 - აოხრება და განადგურება


image


დაახლოებით 10 მილიარდი წლის მანძილზე დედამიწაზე აუცილებლად მოხდება ზემოთ ჩამოთვლილი კატაკლიზმები, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ ეს მართლაც დიდი ხნის შემდეგ იქნება და ჩვენი ცისფერი პლანეტა არ გადაიქცევა კოსმიური ღრუბლის ერთ უმნიშვნელო ნაწილად. ასევე 10 დეცილიონი წლის შემდეგ (ერთი დეცილიონი უდრის „10“ – 33 ნულით).
ამავდროულად ისიც საგულისხმოა, რომ კოსმოსიდან იმდენად დიდი საფრთხე არ გვემუქრება, რამდენადაც თვითონ კაცობრიობა უქმნის საფრთხეს თავის თავს. ცივილიზაციამ და განვითარების წარმოუდგენლად სწრაფად მიღწევამ სწრაფადვე შეუქმნა უდიდესი საფრთხე დედამიწას. დღეს ადამიანს გააჩნია ისეთი იარაღი, რომელსაც შეუძლია სრულად გაანადგუროს დედამიწაზე სიცოცხლე და ჩვენი ბედი მხოლოდ ადამიანთა გარკვეული რაოდენობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
მოკლედ დედამიწას უახლესი ნახევარი მილიონი წლის მანძილზე კოსმოსიდან დამღუპველი კატასტროფა არ ემუქრება. არც 2012 წლის დეკემბერშია ნავარაუდები რაიმე სერიოზული კატაკლიზმა და არც 2033 წელს გვემუქრება საფრთხე, თუმცა საფრთხე დედამიწაზე უფრო მეტია ადამიანისაგან, ვიდრე კოსმოსისაგან, სადაც მილიარდობით მარტო გალაქტიკაა, რომლებიც თავის თავში ამავე რაოდენობის პლანეტებს შეიცავენ, ხოლო კომეტების და მეტეორიტების რიცხვის განსაზღვრა მიახლოებითაც კი შეუძებელია.

9
1421
8-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
1421
  
2016, 24 ივლისი, 14:56
გამორჩათ მე-11 კატაკლიზმა, სხვა ცივილიზაცია რომელიც მოვა დედამიწაზე, იმაზე ადრე ვიდრე წარმოუდგენია კაცობრიობას.
2012, 13 დეკემბერი, 0:17
მაინც..
2012, 13 დეკემბერი, 0:16
მილიარდამდე ვერ გავქაჩავთ :))
2012, 13 დეკემბერი, 0:13
დიდი ამბავი მილიარდი და მილიონი ვერ გავარჩიე :D:D:D ამერია ცოტა :D
2012, 12 დეკემბერი, 23:46
გულდასმით წაგიკითხავს:)
2012, 12 დეკემბერი, 17:58
10 მილიონი წლის სემდეგ, კაი შხვანშხვალა აფრიკის კურორტზე გევიჭიმები და პოპკორნის ჭამით დავაკვირდები გალაქტიკების შერწყმას :D:D:D:D იფ იფ ღირს ამისთვის ცხოვრება...
2012, 10 დეკემბერი, 21:04
ძირითადად ვიკიპედიაში და სხვადასხვა სარწმუნო ვებ გვერდებზე
2012, 10 დეკემბერი, 19:55
სად მოიძიეთ ეს მასალა???
2012, 10 დეკემბერი, 18:28
მაგარი იყო
0 1 9