x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93678
  • ვიდეო:342165
  • სურათი:455881
ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის

imageბესიკ ხარანაული ჩემთვის მეტად საყვარელი მწერალია და მინდა გაგაცნოთ მისი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნიდან ამოწერილი სტრიქონი: "ჩემი საქმე არ არის ტრაგედიები, რომლებიც ყოველთვის რაიმე ახირების გამო ხდება. დაპყრობაც ისევე არ მიზიდავს, როგორც დათმობა, მოგებაც ისევე, როგორც წაგება. არ მიზიდავს გმირები, თავსმოხვევა ნებისა, არ მიზიდავს მიღწეული ნიჭი, ყველაფერი ირგვლივ მეხმარება, რომ ჩავწვდე უარყოფას. ყველაზე დიდი გენია, თავის თავს რომ არ უარყოფდეს, მაშინ წაიღებდა ყველაფერს და წავიდოდა, დიახაც, რომ კატასტროფა მესაჭიროება, ოღონდ ახლა უკვე არა მეტაფორულად, არამედ, ნამდვილად და საბოლოოდ. ძნელია, გული რომ გაგიტყდება, ძნელია, როცა აღმოაჩენ, რომ არა ხარ აუცილებელი, რადგან უშენობა სუფევს ყველაფერში და ეს არის უცვლელი და საბოლოო, სწორი და ნამდვილი, შენ დაგფარა ტყუილის ფერფლმა და არ ჩანს ქარი რომ გადაგბეროს. მაგრამ რაკი ცოცხალი ხარ, იქნებ ის ბავშვი იყო, ისევ ის ყმაწვილი? აკი, ქუდი ახლაც არა გაქვს, აკი, ახლაც ქოჩრის იმედით ხარ, აკი, ახლაც არ გიჯდება ჭკუაში, რომ მშვიდად იცხოვრო, აკი, ახლაც სიცელქე გიპყრობს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე, სადაც ყველა ჩქარობს, შენ კი მინელაობ და მიფიქრიანობ."image

1
82
7-ს მოსწონს
ავტორი:scorpion19
scorpion19
82
  
2012, 9 დეკემბერი, 23:06
ძალიან კარგიაა განსაკუთრებით "ეს ძნელია, გული რომ გაგიტყდება, ძნელია, როცა აღმოაჩენ, რომ არა ხარ აუცილებელი, რადგან უშენობა სუფევს ყველაფერში და ეს არის უცვლელი და საბოლოო, სწორი და ნამდვილი, შენ დაგფარა ტყუილის ფერფლმა და არ ჩანს ქარი რომ გადაგბეროს." ძალიან კარგიია მადლობაა :)
0 1 1