x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
საიდან გაჩნდა ჭორები აპოკალიფსის შესახებ

imageმეცნიერები დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, თუ საიდან იქნა მიჩნეული 2012 წლის 21 დეკემბერი ქვეყნის აღსასრულად. უკვე დაიღალნენ მეცნიერები იმის მტკიცებით, რომ ეს ჭორია და ამის გამო ხმაურის ატეხვა არ ღირს.

ისინი კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ მაიას ტომის კალენდარში აპოკალიფსის შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი. ჭორების წყაროდ ნამდვილად გახდა მაიას კალენდარი, რადგან იგი 2012 წლის 21 დეკემბრამდეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის აღსასრული გვიახლოვდება. ამ დღეს, 21 დეკემბერს, მაიას ტომების კალენდრის მიხედვით, დასრულდება გარკვეული პერიოდი, 400 წლიანი ციკლი, რომლის შემდეგაც დაიწყება ახალი პერიოდი.



მაიას ტომებს სულ ჰქონდათ სამი კალენდარი. ორ მათგანს იყენებდნენ მკითხაობისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის. ეს იყო ციკლური კალენდრები და მესამე, რომელიც ჭორების საფუძველი გახდა.



მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ჭორები 21 დეკემბრის შესახებ, მოყვა ამერიკელი ისტორიკოსის გაუაზრებელ ხუმრობას, 1990 წელს, რომელიც მაიას ტომის კულტურას იკვლევდა. ხოლო შემდეგ ამ ინფორმაციაზე აღმოცენდა დიდი ინდუსტრია, რომელიც დიდ შემოსავალს იძლევა. ეს შემოსავალი ჩაცხრება მას შემდეგ, როცა დადგება 21 დეკემბერი და ხალხი ნახავს, რომ არაფერი არ მოხდება.

0
406
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0