x
ირმების გადარჩენა
image ძველად სოფელ ბიწმენდის გარშემ იყო დიდი ტყე. ამ ტყეში ცხოვრობდნენ ირმები და მგლები მგლები ემტერებოდნენ ირმებს. ირმები ყველაზე ძალიან ენდობოდნენ ერთ ხანდაზმულ და მაღალფეხება ხარირემს. მგლები განსაკუთრებით საღამოობით გამოდიოდნენ საშოვარზე. ეს კარგად იცოდა ხარირემმა და მოსაღამოვდებოდა თუ არა, გამოვიდოდა გარეთ, დაენახვებოდა მათ, გაიქცეოდა და მდინარე არაგვისკენ ჩაიტყუებდა. თვითონ შევიდოდა წყალში და ერთ ადგილზე ჩერდებოდა. მგლებმა ცურვა არ იცოდნენ, გადმოხტებოდნენ თუ არა, მაშინვე წყალს მიჰქონდა. ხარირემი მადლობას უხდიდა მდინარეს, რომ შველოდა, უკან ბრუნდებოდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს და იძინებდა თავის პატარა შვილთან ერთად. ასე მეორდებოდა ყოველ საღამოს.
პატარა შველს ეს ამბავი უკვირდა. ვერ ხვდებოდა, თუ რატომ გადიოდა მამა ირემი ყოველ საღამოს და დილას ბრუნდებოდა. ერთხელ ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:
- მამიკო, რატომ არაფერს მეუბნები, სად დადიხარ, ან რატომ მე არ მიგყავარ?
- შვილო, ეს გრძელი ამბავია. მე ასე იმიტომ ვიქცევი, რომ პირველ რიგში შენ და შემდეგ მთელი ირმების შთამომავლობა გადავარჩინო, რომ მგლებმა არ გაგწყვიტონ. შენ რომ დიდი გაიზრდები, დარწმუნებული ვარ იგივეს გააკეთებ, შემდეგ შენი შვილიც და ჩვენ არ გადავშენდებით და არც გადავშენდებით
0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0