x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
წუთია სოფელი
წლები გადის უკვე რაც ყოველი დილა ნაცრისფრად თენდება, მხოლოდ ღამის დადგომას ველი სულმოუთმენლად, ის ხომ ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი გახდა მთელი ამ წლების განმავლობაში, მის წიაღში ხეტიალი მიყვარს, ზაფხულის თბილი სიოს დაბერვა და ხეთა შრიალს ნაზი და ტკბილი სურნელი რომ მოყვება, ცაზე უამრავი ვარსკვლავების ხილვა, თითქოს მთვარის მკრთალი შუქით განათებულ არემარეს რომ აკვირდებიან. აქა იქ მოცეკვავე ჩრდილები ჩუმად გაგივლიან და თითქოს თავს გარიდებენო ისე დაინთქმებიან წყვდიადში.


-მე კი ეულად მოხეტიალე დაკარგული სული ვარ, ფიქრებ მოძალებული, გრძნობადაკარგული ლანდივით რომ აკვირდება სამყაროს და ვერ გაურკვევია სად არის ის ბილიკი, რომელსაც აცდა წლების უკან. ახლა კი არეული გონებით გაურკვევლობას ვებრძვი, ან იქნებ არც ვებრძვი, იქნებ უბრალოდ მის დინებას მივყვები და უფრო ვიძირები ამ მორევში?! ერთმანეთში არეულა წარსული და აწმყო, მომავალი კი ისევ ბუნდოვანი რჩება, მხოლოდ ფიქრები რჩება ისევ; მოუსვენარი, არეული.. მოდრეკილი სულის მწუხარებას, რომ ავსებს დარდით და ნაღველით.- ამ დოს ცდილობ გაიხსენო ნათელი მომენტები შენი უბადრუკი ცხოვრებიდან და საკუთარ თავს იმაზე იჭერ, რომ ეს ნათელი ძალიან მწირია, თუმცა შესწევს ძალა გადაწონოს დანარჩენი მუქი ფერები, მაგრამ ამ ძალის მოკრებას ვერ ახერხებ და ასე ძალაგამოცლილი ეშვები რა უსასრულობაში, მით მეტი ქიმერა გახვევია თავს, ასე დაუნდობლად რომ გბოჭავს და განადგურებს ილუზორული რეალობით, გიბიძგებს არ არსებული სამყაროსკენ სადაც მხოლოდ არარეალიზებადი ფანტაზიები თუ ოცნებები სახლობს, სადაც წაშლილია ყოველივე ზღვარი, აღქმადობა კი ისეთივე მატყუარაა როგორც ეს სამყარო.


თვალწინ გაგიელვებს ბავშვობა, ნატანჯი დედა, მუდმივად ნასვამი მამა, მეგობრები, ფლიდი ადამიანების მოღიმარი სახეები მუდამ რომ გდევდენ თან, ობლობა, პირველი უიმედო სიყვარული, დამოუკიდებელი ნაბიჯები საკუთარი ცხოვრების ასაწყობად, ცოლი, შვილები...


დაფიქრდები და აღმოაჩენ, რომ მთელი ცხოვრება წვალებაში და ბრძოლაში გაატარე, გაგიელვებს აზრი: იქნებ დადგა დრო დავყარო ფარ ხმალი, მივენდო დინებას და გადავიკარგო, გავქრე როგორც დილის ცვარი, ღირს კი ცხოვრება ამდენ წვალებად?! შენი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გაგიხსენებს ვინმე?! ან რატომ ვწვალობთ და რისთვის?! სიყვარულისთვის? ისიც წარმავალია! სიკეთის დასათესად? ესეც დავიწყებადია! ღმერთისთვის? არსებობს ის?...



მაშ რისთვის? ვფიქრობ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის. ვქმნით სახელმწიფოებს, რელიგიას, ტრადიციებს, კანონებს.. და ვექცევით მის ჩარჩოებში, ვადგენთ რა არის სამშობლო, ენა, სარწმუნოება, ზნეობა... შემდეგ კი ჩვენ თვითონვე ვარღვევთ ჩვენივე შექმნილს, რადგანაც ასეთია ჩვენი ბუნება, დაუნდობელი, შურიანი, გამოგონილი პრინციპებით და ხანმოკლე სიყვარულით გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ..


ცხოვრება მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის და ამ სიამოვნების იძულებით გაცემა სხვისთვის დროებით, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ იცხოვრებ, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ იარსებებ..


იმიტომ, რომ წუთია სოფელი...image

0
99
3-ს მოსწონს
ავტორი:orzo
orzo
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0