x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის დაუბეგრავი მინიმუმი

imageახალი პარლამენტის მოსვლის შემდეგ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებსა თუ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. ასე მაგალითად შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულს ერთი თვით ადრე განუცხადოს, რომ მისი სამსახურიდან გაშვებას აპირებს რისი ვალდებულებაც დღეს დამსაქმებლებს არ გააჩნიათ. ყველაზე აქტუალური კი ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმი აღმოჩნდა, რომლის გარშემოც უამრავი კითხვა დაიბადა.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის დღევანდელი რედაქციით საშემოსავლო გადასახადი არის 20%. პირი საშემოსავლო გადასახადს იხდის მის მიერ მიღებულ შემოსავალზე, რომელსაც შეუძლია გამოაკლოს ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები გარკვეული შეზღუდვით.


დაუბეგრავი მინიმუმი გულისხმობს ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის დაუბეგრავ ნაწილად ქცეცას, თუმცა ცვლილებების პროექტის თანახმად აღნიშნული ცვლილება მხოლოდ იმ პირებს შეეხებათ, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც არ აღემატება 500 ლარს. როგორც მოგეხსენებათ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში საარსებო მინიმუმს შეადგენს 150 ლარი, შესაბამისად შემოსავლის ეს ნაწილი იქცევა დაუბეგრავ მინიმუმად. თუ პირი დღემდე საშემოსავლო გადასახადს 500 ლარიან ხელფასზე იხდიდა 100 ლარს (500*20/100=100) ახლა მას საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევს 350 ლარზე. ის ყოველთვიურად ბიუჯეტში გადაიხდის 100 ლარს, მაგრამ დეკლარაციის წარდგენის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტისაგან მას დაუბრუნდება 12 * 30 ლარი რაც 360 ლარს შეადგენს. (150 ლარზე საშემოსავლო გადასახადი 30 ლარია)

0
792
2-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
792
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0